Friday, May 1, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ცნობილია პოლონეთში მოკლული საქართველოს მოქალაქის ვინაობა

May 1, 2026
ცნობილია პოლონეთში მოკლული საქართველოს მოქალაქის ვინაობა

პოლონეთში მოკლული საქართველოს მოქალაქე 37 წლის გიორგი ჭილაშვილია – ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს.

პოლონეთის პროკურატურამ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 37 წლის კაცს 25 აპრილის ღამით ქალაქ გორჟოვ-ველკოპოლსკიში სასიკვდილოდ სცემეს. მათივე ცნობით, “სამი ნაცნობი ქუჩაში სეირნობდა და ალკოჰოლს მოიხმარდა, რა დროსაც ორმა მათგანმა ახალგაზრდა კაცს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მას სხეულის სხვადასხვა არეში, მათ შორის თავზე, მუშტებითა და წიხლებით სცემეს”. უწყების ინფორმაციით, მიყენებული დაზიანებების შედეგად კაცი ადგილზე გარდაიცვალა. ჭილაშვილის საქართველოში გადმოსვენება ექსპერტიზის პასუხის შემდეგ გახდება შესაძლებელი.

პროკურატურის ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 158 3 მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ცემას, რომელმაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. ბრალდებულებს ამჟამად სამთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მათ 2-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

გამოცემა მთავარი ამბები კახეთიდან წერს, რომ მოკლული წარმოშობით თელაველია, გარდაცვლილის დედა კი აცხადებს, რომ მისთვის მიწოდებული ინფორმაციით, თავდასხმაში დაახლოებით 8 პირი მონაწილეობდა. მან უკვე მიმართა პოლონეთში საქართველოს საკონსულოს, რადგან მიიჩნევს, რომ პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სრულად არ ასახავს მომხდარს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინა
  • წყალი ხვალ დილამდე შეწყდება – გადაამოწმეთ მისამართები
  • თბილისში ბინიდან 10 000 ლარის საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ნივთები მოიპარეს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge