„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.
კომპანიის ცნობით, მთაწმინდის რაიონში, კოჯრის რეზერვუარზე წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება.
„სამუშაოების მიმდინარეობისას პირველი მაისის 11:00 საათიდან 2 მაისის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: დაბა კოჯორს, სოფ.ბეთანიას, სოფ. კვესეთი, დაბა კიკეთს და სამადლოს“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
