მსოფლიოში შექმნილი ავიასაწვავის დეფიციტის გამო Wizz Air სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:
„ავიაკომპანია Wizz Air-ს აქვს ძლიერი ბალანსი, მნიშვნელოვანი ლიკვიდობა და ავიაფლოტის დაფინანსებას 18 თვით ადრე უზრუნველყოფს. ლიზინგ კომპანიებისა და სხვა ფინანსური პარტნიორების მაღალი ინტერესიც ნათლად მიუთითებს ავიაკომპანიის ფინანსურ სიმყარეზე.
Wizz Air ავიაციის ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანად დაცული ავიაკომპანიაა საწვავის ფასების მკვეთრი ცვლილებების რისკებისგან. ამასთან, ჩვენი ფლოტის 75% Airbus A320neo ოჯახის თვითმფრინავებისგან შედგება, რაც ევროპაში არსებულ ავიაკომპანიებთან შედარებით გვაძლევს სტრუქტურულ ხარჯობრივ უპირატესობას — მნიშვნელოვნად დაბალი საწვავის მოხმარებისა და მაღალი ეფექტიანობის ხარჯზე. კომპანია ასევე ინარჩუნებს ხანგრძლივ პარტნიორულ ურთიერთობებს წამყვან ლიზინგ კომპანიებსა და მწარმოებლებთან და შეუფერხებლად ახორციელებს საკუთარი ფლოტის განვითარების სტრატეგიას.
ჩვენ აქტიურად ვაფართოებთ ოპერირებას სტრატეგიულ ბაზრებზე. ჩვენი მთავარი ფოკუსი უცვლელია — შევთავაზოთ მგზავრებს ყველაზე დაბალი ტარიფები და მოვემსახუროთ ერთ-ერთი ყველაზე ახალი და საწვავეფექტიანი ავიაფლოტით თითოეულ მომხმარებელს.
