Friday, May 1, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ოცნებამ“ სამარე საკუთარი ხელით გამოითხარა – რომან გოცირიძე

April 30, 2026
“იმედი ნელ-ნელა გადავა მილევად რეჟიმში, რომელიც იქნება დიდი საფრთხე რუსთავი2 -ის და სხვა არამედია ბიზნესისთვის”- რომან გოცირიძე

ყველა უყურებს ამ კომიკურ ფასების კომისიას და ხვდება, რომ მთავარი დამნაშავე არის “ოცნება“, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, რომან გორიციძემ “ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა,

მისი თქმით, ის ბიზნესმენები  და ბიზნესის ხელმძღვანელები, რომლებიც ფასების კომისიაზე დაიბარეს, “ოცნების“ მოძალადე რეჟიმის ფუნდამენტის გამაძლიერებლები არიან.“

გოცირიძე აცხადებს, რომ ხელისუფლებას კოვზი ნაცარში ჩაუვარდა, რადგან პროპაგანდისტული განცხადებებით, მოსახლოების გაბრიყვება არ გამოუვიდათ.

დიდი რიხით და გონორით იბარებდნენ იქ სუპერმარკეტების ხელმძღვანელებს, რომლებიც მათი შემომწირველები თუ კლანის წევრები არიან, ფარმაცევტულ ბიზნესს. დღეს აგერ ნავთობიმპორტიორები დაიბარეს, რომლებიც “ქართული ოცნების“ მოძალადე რეჟიმის ფუნდამენტის გამაძლიერებლები არიან. ჩათვალეს, რომ პროპაგანდისტულად, რაღაც ფორმით ისე მოამთავრებდნენ, რომ ფასების დაკლების ილუზია, მე მგონია  არ ჰქონდათ, მაგრამ მოსახლოების გაბრიყვების იმედი ჰქონდათ. ყველაფერი უკან შემოუბრუნდათ. ყველა უყურებს ამ კომიკურ ფასების კომისიას და ხვდება, რომ მთავარი დამნაშავე არის “ოცნება“. ახლა მიხვდნენ, რომ სამარცხვინოდ დამარცხდნენ, კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ.

საქართველო იქნება საჩვენებელი მაგალითი, თუ როგორ შეიძლება ფასების ასეთმა ადმინისტრაციულმა კამპანიამ უკუშედეგი გამოიღოს და ნაცვლად მისი მისი შემცირებისა, ბიძგი მისცეს მის ზრდას. თავიანთი ხელით ითხრიან სამარეს, რადგან პრობლემების მთელი სიღრმე გამოჩნდა. მაგალითად კრიპტოსაწარმოები – ერთი მილიარდი კილოვატსაათი ელექტროენერგია შემოიტანა იმპორტირებული საქართველომ 2025 წელს, ეს რას ნიშნავს? იმპორტირებული ორჯერ ძვირია, ორჯერ იაფად აწვდის კრიპტოსაწარმოებს, რომლებიც 1 მილიარდს მოიხმარენ. მარტო გლდანში არსებული კრიპტოსაწარმო მოიხმარს 450 მილიონ კილოვატ საათს. ეს ტერიტორია უფრო მეტს მოიხმარს, ვიდრე მთელი კახეთი. ეს საწარმოები, გორში და გლდანში ივანიშვილს ეკუთვნის. ასეულ მილიონებით ღებულობენ ფულს, ენერგეტიკაში ტარიფებს აძვირებენ, ეს არის ერთი მაგალითი იმის, რომ დენზე ტარიფი არ გაძვირებულიყო, რაც მერე ავტომატურად ყველაფერს აძვირებს. ყველა ამ უზარმაზარი კრიპტო ვამპირების უკან დგას “ქართული ოცნება“, მათი პოლიტიკური ლიდერები და მათი ბიზნესი, – განაცხადა გოცირიძემ.

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ვარაუდობს, რომ კომისიის დასკვნა იქნება “წყალ-წყალა“, თუმცა ამ კომისიის დადებითი მხარე იქნება ის, რომ 4 თვის განმავლობაში რენდგენივით გაშუქდა “ამ ხელისუფლების კორუფციულ-დანაშაულებრივი ბუნება“.

ჭკუა რომ არ აქვთ, ეგონათ, რომ იმედში გაპიარებული ქარდებით პროპაგანდისტულ ეფექტს შექმნიდნენ, მაგრამ უკუშედეგი მიიღეს. ფასების შემცირება, არ რეჟიმის პირობებში შეუძლებელია, ერთადერთი გამოსავალი რეჟიმის ცვლილებაა, – დასძინა მან.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ცვლილებები, რომელიც მაისიდან ამოქმედდება
  • წყალი შეწყდება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
  • Wizz Air სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge