სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2026 წლის იანვარ-მარტში გაცემულია 2 472 ნებართვა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.8 პროცენტით მეტია.
საუბარია 2 367.6 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე. საქსტატის ცნობით, ნებართვების თითქმის სამი მეოთხედი ნაწილი მოდის ქვეყნის ოთხ რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 48.7 პროცენტი მოდის თბილისზე, 10.1 პროცენტი — ქვემო ქართლის რეგიონზე, 7.8 და 7.8 პროცენტი კი — კახეთის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებზე.
აღსანიშნავია, რომ 2026 წლის იანვარ-მარტში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.
უწყების ანგარიშით, 2026 წლის იანვარ-მარტში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 722.5 ათასი კვ.მ ფართობის 683 ობიექტი, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.1 პროცენტით ნაკლებია.
ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ორ მესამედზე მეტი მოდის ქვეყნის ოთხ რეგიონზე, კერძოდ, 31.8 პროცენტი მოდის თბილისზე, 13.8 პროცენტი — მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 12.3 პროცენტი — ქვემო ქართლის რეგიონზე და 10.7 პროცენტი — კახეთის რეგიონზე.
