საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ახალი ავტობანის მშენებლობის ფარგლებში, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კილომეტრზე ჩამოვიდა მიწა-კლდის ზვავი.
სპეციალური ღონისძიებების გატარებამდე ამ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.
ამჟამად მოძრაობა გადართულია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე.