ვრცელდება ინფორმაცია ახალგაზრდა კაცის შესახებ, რომელსაც ოჯახი ეძებს. სოციალურ ქსელში წერენ, რომ გიორგი ლალიაშვილს, უკვე ორი დღეა, ვერ უკავშირდებიან.
„ვეძებთ (დაიკარგა) გიორგი ლალიაშვილი, სახლიდან გავიდა 26 აპრილს, ღამის 1 საათზე, ვერ ვუკავშირდებით, გვაქვს ინფორმაცია რომ გაჰყვა ბათუმის მარშუტკას, თბილისიდან, დიდუბიდან. დიდი ალბათობით, ჩავიდოდა გამთენიისას. აცვია ზუსტად ის ტანსაცმელი, რასაც ფოტოზე ხედავთ. თუ ვინმე ნახავთ, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ, ძალიან სასწრაფოა.
ტელ: 551 25 45 28;
592 25 24 66“, – წერენ სოციალურ ქსელში.
