„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 აპრილს 09:40-იდან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: წითელსოფელი, ბულაჩაური, ქუბრიაანთკარი, ნავაზი და მიმდებარე სოფლებში;
11:00-იდან 18:30 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ლისი, მუხათწყარო, მსხალდიდი, თხინვალა და მიმდებარე სოფლებში;
11:00-იდან 17:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ჩანადირთკარი, წითელსოფელი, ბულაჩაური, ქუბრიაანი, აბანოსხევი და მიმდებარე სოფლებში;
14:00-იდან 14:05 საათამდე და 16:55-იდან 17:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ძეგვი, ხეკორძი, ქსანი, წიწამური და მიმდებარე სოფლებში.
„სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
