დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპისკოპოსის, მეუფე ზენონი რუსეთის პატრიარქის, კირილეს განცხადებას ეხმაურება.
“უკრაინის თემაზე დამოკიდებულებას არ იცვლის ბულგარეთისა და ალბანეთის ეკლესია, სადაც ახლახან ახალი წინამძღოლები აირჩიეს – იმედი გვაქვს, რომ ასე იქნება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში, როემლმაც მალე თავისი ახალი მეთაური უნდა აირჩიოს” – თქვა კირილმა ბოლო გამოსვლისას.
მეუფე ზენონის თქმით, “რუსეთის საპატრიარქოს თავისი ინტერესები/ხედვები აქვს საქართველოსთან მიმართებაში”:
“ჩემი პასუხი ასეთი იქნება: მოსკოვის საპატრიარქო, როდესაც წერილს გამოაგზავნის, წერილში ჩაწეროს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი – აი ეს აუცილებელი წესი დაიცვას და შემდეგ შეიძლება მათთან”- თქვა მეუფე ზენონმა.
კითხვაზე, ახლა გრძნობენ თუ არა რუსეთისგან ზეწოლას, დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპისკოპოსი ამბობს, რომ “არა”.
რაც შეეხება სინოდის სხდიომას, მაღალი იერარქის განცხადებით, მას ჰყავს პატრიარქობის საკუთარი კანდიდატი.
“ყველაფერი დამოკიდებულია თვითონ იმ პროცესზე, რომელიც იქნება სინოდზე. რა თქმა უნდა, ჩემი მხრიდან კანდიდატი არსებობს. შედეგი იმის მიხედვით იქნება ნაჩვენები, როგორი პროცესიც იქნება და რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ მღვდელმთავრები.
რაც შეეხება ასაკობრივ ზღვარს, ჩემი პოზიცია ის იყო, რომ ეს ზღვარი შეიძლება კენჭისყრით მოიხსნას, იმიტომ, რომ ამის ხელშემშლელი კანონიკური საფუძველი არ არსებობს“,- განაცხადა მეუფე ზენონმა.
ამასთან, როგორც მეუფე ზენონმა აღნიშნა, პატრიარქობის კანდიდატის ასაკთან დაკავშირებული ზღვრის მოხსნისთვის ხელისშემშლელი კანონიკური საფუძველი არ არსებობს.
“ამ წუთს მე არაფრის თქმა არ შემიძლია. ყველაფერი დამოკიდებული არის თვითონ იმ პროცესზე, რომელიც სინოდზე იქნება. რა თქმა უნდა, კანდიდატები ჩემი მხრიდანაც არსებობს, თუმცა შედეგი იმის მიხედვით იქნება ნაჩვენები, როგორი პროცესიც იქნება და რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ მღვდელმთავრები.
ნუ ჩემი პოზიცია იყო, რომ ასაკთან დაკავშირებული ზღვარი შეიძლება, კენჭისყრით მოიხსნას, ამის ხელის შემშლელი კანონიკური საფუძველი არ არსებობს“, – აღნიშნა მეუფე ზენონმა.
საქართველოს საპატრიარქოში დღეს სინოდის სხდომაზე შეარჩევენ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის სამ კანდიდატს, შემდეგ უკვე გაფართოებულ კრებაზე კი, გამოვლინდება პატრიარქი.
