Tuesday, April 28, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“დღევანდელი დღე არის ისტორიული…ალბათ, თითოეული ჩვენგანი ჩამოყალიბებულია ვის უნდა მისცეს ხმა” – მეუფე საბა

April 28, 2026
“დღევანდელი დღე არის ისტორიული…ალბათ, თითოეული ჩვენგანი ჩამოყალიბებულია ვის უნდა მისცეს ხმა” – მეუფე საბა

ალბათ, თითოეული ჩვენგანი ჩამოყალიბებულია ვის უნდა მისცეს ხმა – გაფართოებული კრების თარიღი არ ვიცით, სავარაუდოდ, თარიღიც დღეს გადაწყდება, – ამის შესახებ ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა, მეუფე საბა ინწკირველმა სინოდის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც მეუფე საბამ აღნიშნა, შესაძლებელია, ინტრონიზაციის საკითხიც დღეს გადაწყდეს.

„დღევანდელი დღე არის ისტორიული. დიდი მოლოდინია, დიდი ინტერესია. ეს გასაკვირიც არ არის, როგორც იცით, ეს არის ფარული ხმის მიცემის პროცედურა, ამიტომ ჩვენ ვერ ვასახელებთ იმ კანდიდატურას, ვისაც ხმას ვაძლევთ. ალბათ, თითოეული ჩვენგანი ჩამოყალიბებულია ვის უნდა მისცეს ხმა. ღვთის წყალობით, დღეს დასახელდება სამი კანდიდატი და შემდეგ გაფართოებულ კრებაზე იქნება არჩეული პატრიარქი. გაფართოებული კრების თარიღი არ ვიცით, სავარაუდოდ, თარიღიც დღეს გადაწყდება. შესაძლებელია, ინტრონიზაციის საკითხიც დღეს გადაწყდეს“,- აღნიშნავს მეუფე საბა.

მეუფე საბამ, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტ, მეუფე დანიელ დათუაშვილთან და ასაკთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა: „მე პირადად, ვფიქრობ, რომ მეუფე დანიელს აქვს უფლება კენჭისყრაში მიიღოს მონაწილეობა“.

ცნობისთვის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი დღეს სამ საპატრიარქო კანდიდატს გამოარჩევს. საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა 28 აპრილს, 12:00 საათზე დაიწყება.

პატრიარქის არჩევის საკითხი მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც 17 მარტს გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე. ილია მეორე 22 მარტს, სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “დემნამ ბალენსიაგას შავ სიაში შემიყვანა, რადგან მხარს ვუჭერ რუსეთის პრეზიდენტს…პერსონალურად მე არაფრის შეძენა არ შემიძლია” – რუსი მომღერალი ფილიპ კირკოროვი
  • ცნობილი ხდება, რა ფასად გაყიდა “ლიბერთი ბანკი” ირაკლი რუხაძემ
  • აჭარის უმაღლესმა საბჭომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძე დაამტკიცა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge