Tuesday, April 28, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ სინოდის სხდომის დაწყებამდე ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება განმარტა

April 28, 2026
დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ სინოდის სხდომის დაწყებამდე ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება განმარტა

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ სინოდის სხდომის დაწყებამდე ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება განმარტა, რომლის მიხედვითაც, პატრიარქობის კანდიდატი ასაკით უნდა იყოს არანაკლებ ორმოცი წლისა და არაუმეტეს სამოცდაათი წლისა; უნდა ჰქონდეს საღვთისმეტყველო განათლება და საეკლესიო მმართველობის საკმარისი გამოცდილება.

დეკანოზი ანდრია იქვე ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეკლესიის ცხოვრებისთვის, რომ წესი, რომელიც განსაზღვრულია, იყოს დაცული.

“ვნახოთ, სინოდი რა გადაწყვეტილებას მიიღებს. მეორე არის, რომ ეკლესიის ​მართვა-გამგეობის დებულების შეცვლის უფლება არ აქვს ამ სინოდს და უნდა იხელმძღვანელოს მკაცრად მართვა-გამგეობის დებულებით.

განათლების თემას რაც შეეხება – როგორ წარმოგიდგენიათ, როდესაც ადამიანს დიპლომი არ აქვს და სამსახურში, ვაკანსიაზე შეაქვს განცხადება – რას იტყვის, რომ დიპლომი არ მაქვს, მაგრამ განათლებული ადამიანი ვარ, ეს არცერთ სამსახურში არ გაჭრის.

ყველა საკითხი შეიძლება, დადგეს ინტერპრეტაციის ქვეშ, მაგალითად, რას ნიშნავს ქართველი. მე მყავდა მეგობარი იეზიდი და შინაგანად იყო ძალიან კარგი ქართველი. ასე თუ ვიმსჯელებთ, მაშინ ყველაფერი შეიძლება, ეჭვქვეშ დავაყენოთ. არსებობს ასეთი მცნება, ფარული ბერები, რაც ნიშნავს, რომ აღკვეცილი არ არის, მაგრამ ბერულად ცხოვრობს. მაშინ ყველაფერი შეიძლება, დადგეს ინტერპრეტაციის ქვეშ. ასე რომ, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ეკლესიის ცხოვრებისთვის, რომ წესი, რომელიც განსაზღვრულია, იყოს დაცული“ – განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ

საქართველოს საპატრიარქოში დღეს სინოდის სხდომაზე შეარჩევენ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის სამ კანდიდატს, შემდეგ უკვე გაფართოებულ კრებაზე კი, გამოვლინდება პატრიარქი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სინოდის სხდომაზე ფარული კენჭისყრა გაიმართება – კანდიდატების სახელებს ხმამაღლა წაიკითხავენ, შემდეგ კი ბარათებს, რომლებზეც სინოდის წევრებმა არჩევანი დააფიქსირეს, დაწვავენ
  • “დემნამ ბალენსიაგას შავ სიაში შემიყვანა, რადგან მხარს ვუჭერ რუსეთის პრეზიდენტს…პერსონალურად მე არაფრის შეძენა არ შემიძლია” – რუსი მომღერალი ფილიპ კირკოროვი
  • ცნობილი ხდება, რა ფასად გაყიდა “ლიბერთი ბანკი” ირაკლი რუხაძემ

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge