შთამბეჭდავი მხარდაჭერა ექნება. მოსაყდრეა, პატრიარქის ნდობა აქვს, ექნება შთამბეჭდავი, თვითონაც პიროვნება არის – ამბობს TV პირველთან ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონ ბულუხია კითხვაზე, რამდენად დიდი მხარდაჭერა ექნება საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიოს.
რაც შეეხება სხვა შესაძლო კანდიდატებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, მეუფე ანტონი ამბობს: “უტყუარები არიან, უფლებები აქვს მეუფე იობს, უტყუარი ისტორია აქვს მეუფე გრიგოლს. კანდიდატურას 14-ს იხილვათ, მათ შორის ჩემსაც, მაგრამ მე დავფიქრდები 5 წუთის წინ მოვხსნა თუ არა. მეუფე შიოს შთამბეჭდავი მხარდაჭერა ექნება. მოსაყდრეა, პატრიარქის ნდობა აქვს და ექნება შთამბეჭდავი ახლა. თვითონაც ახლა პიროვნება არის”, – ამბობს მეუფე ანტონი.
საპატრიარქოში დღეს სინოდის სხდომა გაიმართება. სხდომაზე, რომელიც 12:00 საათზე დაიწყება, სინოდის წევრები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კანდიდატებს შეარჩევენ და დაასახელებენ.
