“ტაბულას” მთავარი რედაქტორი, ლევან სუთიძე ამბობს, რომ მისი წყაროების ინფორმაციით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) წმინდა სინოდის სხდომაზე 16 ხმას მიიღებს.
მისივე თქმით, დანარჩენი ხმები გადანაწილდება 2 კანდიდატზე – “როგორიც არის მიტორპოლიტი იობი და მიტროპოლიტი გრიგოლი”.
ამის შესახებ ლევან სუთიძემ “TV პირველის” ეთერში ისაუბრა.
არსებობს ორი ვერსია ამ წყაროებში, ერთი არის უმცირესობა და რომელიც შესაძლოა მართალია, მოგეხსენებათ უმრავლესობა ჭეშმარიტებას არ ნიშნავს, ამბობს, რომ პირველივე ტურში დამთავრებული იქნება ყველაფერი, მათ შრის ხვალ 20 ხმას აიღებს, ეს გამოასხივებს მიტროპოლიტი შიოს მხრიდან ძალად, რაც ნიშნავს, რომ ძალა ძალას იკრებს შემდეგ და ყველა ჩათვლის შემდეგ, რომ აღარ არის საჭირო ზედმეტი თავის ტკივილი, სხვათა შორის მისთვის პერსონალურადაც.
ამის იქით არსებობს უმრავლესობა ამ წყაროების, მრავალფეროვნება, რომელთა დათვლაც მიუხედავად იმისა, რომ ეს წყაროები ერთმანეთს არ იცნობენ კარგად და შეთანხმებული პოზიცია შეუძლებელია ჰქონდეთ, ისინი ამბობენ შემდეგნაირ სიტუაციას – რომ მოსაყდრეს აქვს მყარი 16 ხმა და დანარჩენი ნაწილდება 2 კანდიდატზე: როგორიც არის მიტორპოლიტი იობი და მიტროპოლიტი გრიგოლი.
ვინ მეტ ხმას აირებს აქ აბსოლუტურად უცნობია მათთვისაც, დარწმუნებული ვარ, რომ ახლაც არ არის ცხადი, შესაძლოა რამე შეიცვალა,” – ამბობს ლევან სუთიძე.
ცნობისთვის, ხვალ, 28 აპრილს, 12:00 საათზე გაიმართება წმიდა სინოდის სხდომა, სადაც სამ საპატრიარქო კანდიდატს გამოარჩევენ.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში, 17 მარტს გარდაიცვალა. 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს.
