“შესაძლოა ვიხილოთ 4 ეპისკოპოსიც [კანდიდატებს შორის]” – ამის შესახებ ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსმა, მეუფე დოსითეოსმა “TV პირველის” ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, თუ 2 კანდიდატი კენჭისყრის დროს თანაბარ ხმას მიიღებს აღნიშნულ ორ კანდიდატს შორის იმავე სინოდის სხდომაზე კიდევ ერთი კენჭისყრა გაიმართება.
ხვალინდელი სინოდი ამას დაასახელებს და ეს ცნობილი გახდება, ვინ არის ის პირველი 3 კანდიდატი, რომელმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღო. ან შეიძლება 4 კანდიდატი იმ პირობებში, თუ ორმა კანდიდატმა ერთნაირი ხმა დააგროვა და ხელახალი კენჭისყრა კიდევ გაიმართება იგივე სინოდზე, რომ გამოვლინდეს ამ ორ კანდიდატს… იმიტომ, რომ დებულება გვავალდებულებს, რომ 3 კანდიდატი უნდა წარსდგეს გაფართოებულ კრებაზე.
დიახ, დიახ იმ ორ კანდიდატს შორის ხელახალი კენჭისყრა გაიმართება. […]
მართლა 17 კანდიდატიდან შეიძლება მეტიც იყოს დასახელებული და შესაძლოა ისიც მივიღოთ ჩვენ, რომ ბოლო ორმა კანდიდატმა და შესაძლოა სამმაც, არ ვიცი ეს მათემატიკურად დათვლადი როგორ არის იმიტომ, რომ არ მინდა რაღაც ისეთი მოლოდინი გავაჩინო, შესაძლოა, რომ იქ ვიხილოთ 4 ეპისკოპოსიც. ამიტომ, ამას არ გამოვრიცხავ,” – განაცხადა მეუფე დოსითეოსმა.
