Wednesday, July 8, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა – აკრძალული ტერიტორიის სიიდან ამოიღებენ კვების ობიექტებს

April 27, 2026
ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა – აკრძალული ტერიტორიის სიიდან ამოიღებენ კვების ობიექტებს

ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა განცხადებას ავრცელებს და წერს რომ 2026 წლის პროგრამაში ცვლილებები იგეგმება.

მათი ინფორმაციით, ცვლილებები შეეხება ვეტერინარული მანიპულაციების ჩატარების მიზნით თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველების ძველ ტერიტორიაზე დაბრუნებას. ცვლილებების თანახმად, აკრძალული ტერიტორიების სიიდან ამოიღებენ საზოგადოებრივ კვების ობიექტსა და აგრარულ ბაზრებს.

გარდა ამისა, საყურე ნიშნით იდენტიფიცირებად უპატრონო/მიკედლებულ ძაღლებს ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაუტარდება დაჭერის ადგილზე, თავშესაფარში გადაყვანის გარეშე.

“ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის 2026 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2026 წლის 25 თებერვლის N412 განკარგულებაში, განმახორციელებელი უწყებების, დაინტერესებული მხარეებისა და ცხოველთა მოყვარულების თანამშრომლობის შედეგად, ცვლილებები იგეგმება.

ცვლილებათა პროექტის თანახმად, ვეტერინარული მანიპულაციების ჩატარების მიზნით თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველები დაბრუნდებიან იმავე ტერიტორიაზე, საიდანაც აიყვანეს. გამონაკლისია ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებთან, ზოგადსაგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებებთან ან საბავშვო და სპორტულ მოედნებთან აყვანილი ძაღლები, რომლებიც დაბრუნდებიან დაჭერის ადგილიდან არაუმეტეს ერთკილომეტრიან რადიუსში.

გარდა ზემოაღნიშნულისა, იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის, ვაქცინაციის, კასტრაცია/სტერილიზაციისა და, საჭიროების შემთხვევაში, ლეიშმანიოზსა და ჭირზე ტესტირების ჩატარების მიზნით, თავშესაფარში გადაყვანას დაექვემდებარება არაიდენტიფიცირებული ცხოველი, ხოლო საყურე ნიშნით იდენტიფიცირებად უპატრონო/მიკედლებულ ძაღლებს ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაუტარდება დაჭერის ადგილზე, თავშესაფარში გადაყვანის გარეშე.

ცვლილებები შესაბამისი განკარგულების ხელმოწერისთანავე შევა ძალაში.” – ნათქვამია განცხადებაში.

თვეზე მეტია, რაც რაც ცხოველთა დამცველები თბილისში აქციებს მართავენ. მოქალაქეები აპროტესტებენ შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ კანონში ცვლილებას. კერძოდ, ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი 412-ე დადგენილების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტს, რაც გულისხმობს, რომ “აკრძალულია ძაღლის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებასთან, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასთან, სამედიცინო დაწესებულებასთან, საზოგადოებრივი კვების ობიექტთან, აგრარულ ბაზრებთან, სასტუმროსთან და საბავშვო და სპორტულ მოედნებთან დაბრუნება.”

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • პროკურატურამ “შაბათის ფორმულას” ოპერატორი გამოკითხვაზე დაიბარა – გამოძიება სისხლის სამართლის მუხლით დაიწყო
  • “რაღაც სისულელეში ყოფს თავს”- რას ამბობს ხუხაშვილი ნანუკა ჟორჟოლიანზე
  • ელენე ხოშტარია მისი ჯანმრთელობის შესახებ განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge