Monday, April 27, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ცალკე გამოსაყოფია ბავშვთა კონტინგენტი, რადგან ამ ეტაპზე არსებული კვლევებით ბავშვებში შედარებით უფრო სწრაფად ვრცელდება” – ალექსანდრე გოგინავა კორონავირუსის ახალ ვარიანტ „ციკადაზე“

April 27, 2026
ზაფხულის სეზონური საფრთხეები –  ექიმ-ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა “მეტრონომთან”

ბოლო თვეების განმავლობაში, 30-ზე მეტ ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შტამი – „ციკადა“ გავრცელდა. არსებობს თუ არა შეშფოთების საფუძველი და რა უნდა გაითვალისწინოს მოსახლეობამ – აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, “მეტრონომი” ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას ესაუბრა.

“სიმპტომებში სიახლე არ გვაქვს. ახასიათებს ის სიმპტომები, რაც ახასიათებს ომიკრონის სხვა ქვეშტამებს – ეს არის ტემპერატურის მატება, მშრალი ხველა, ყელის ტკივილი, ცხვირიდან გამონადენი, სისუსტე, გარკვეულ შემთხვევებში შესაძლოა იყოს სახსრებისა და კუნთების ტკივილი. ეს არის ზოგადი სიმპტომები, რაც აქვს რესპირატორულ ინფექციებს და მათ შორის ომიკრონის ქვეშტამებს, ამიტომ ახალი ქვეშტამი რაიმე ახალი სიმპტომებით ამ ეტაპზე არ გამოირჩევა.

რაც შეეხება კლინიკურ მიმდინარეობასაც, არის იგივე. ანუ ახასიათებს ძირითადად სასუნთქი გზების დაზიანება და იშვიათად ახასიათებს ფილტვების ან ბრონქების ანთების განვითარება. თუმცა რისკჯგუფებში, როგორიც არიან ქრონიკული დაავადებებისა და იმუნოდეფიციტის მქონე ადამიანები, ამ კატეგორიაში, რა თქმა უნდა, გვაქვს გარკვეული გართულებების რისკი და ამიტომ, აუცილებელია, ასეთ დროს დროულად მიმართონ ექიმს.

ასევე ცალკე გამოსაყოფია ბავშვთა კონტინგენტი, რადგან ამ ეტაპზე არსებული კვლევებით ბავშვებში შედარებით უფრო სწრაფად ვრცელდება ეს დაავადება, ანუ ამ ახალი შტამით გამოწვეული ეფექტი. თუმცა რაიმე მძიმე კლინიკური მახასიათებელი ბავშვთა ასაკში არ გვხვდება. ბავშვებშიც გვაქვს ის სიმპტომები, რაც ჩამოვთვალე. ნაკლებად არის გართულებები, თუმცა ბავშვებშიც მნიშვნელოვანია, რომ ბავშვები, ვინც არიან რისკჯგუფებში, როგორც ნებისმიერი რესპირატორული ინფექციის დროს, მათზე მეტად გამახვილდეს ყურადღება და დროულად მოხდეს მიმართვიანობა კლინიკაში.

თუ სიმპტომები გვაქვს, უნდა მოვერიდოთ სხვა ადამიანებთან კონტაქტს და რისკჯგუფებში აუცილებელია, სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში, დროულად მივმართოთ სამედიცინო დაწესებულებას” – განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ “მეტრონომთან”.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • კალაძე, ვალერი მელაძე, გალკინი და რიკი მარტინი კანში ქორწილში ერთად არიან – ვრცელდება ვიდეო
  • სამხრეთ სუდანში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
  • ჯანგველაძის მკვლელობის საქმე – დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ ბრალდებულების წინააღმდეგ ჩვენებები პროკურატურამ 3000 დოლარის სანაცვლოდ მოიპოვა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge