მსახიობი ნინო გაჩეჩილაძე დედის გარდაცვალების შემდეგ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ გადაღებებს დაუბრუნდა. მსახიობმა ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა და საზოგადოებას გვერდში დგომისთვის მადლობა გადაუხადა.
“მეგობრებო! პირველ რიგში ყველას დიდი მადლობა მინდა გითხრათ ჩემი და ჩემი ოჯახის ტკივილის გაზიარებისთვის და გულთან ახლოს მიტანისთვის. ამას ძალიან ვაფასებ. ყველას ცხოვრებაში დგება მძიმე მომენტი, როცა თავს ზევით ძალა არაა და ამავე დროს ყველა გაწყნარებს და გეუბნება, რომ “უნდა გამაგრდე.” რადგან ადვილი შესაძლებელია, რომ ასეთ დროს ადამიანი სამუდამოდ გატყდეს და ცხოვრების ხალისი გაუქრეს… მაგრამ როდესაც ჩვენი რომელიმე ახლობელი მიდის, (ჩვენი განცდების მიუხედავად) ჩვენ ვრჩებით დედამიწაზე და ცხოვრებას ვაგრძელებთ. ალბათ ამ ცხოვრების სისასტიკე და დიდი ირონიაც ამაშია- რაც არ უნდა მოხდეს, ის მაინც გრძელდება… შესაბამისად გრძელდება ჩვენი დღის წესრიგიც: მუშაობა და ყოველდღიურობა… უხალისობის და ყველაფრის უუნარობის გადალახვის შემდეგ მეც დავუბრუნდი ჩემს სამუშაოს და პირველივე დღეს მივხვდი, რომ ეს იყო ერთადერთი რამ, რაც ამ მდგომარეობიდან გამომიყვანდა!… მინდა კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა ჩემს პროფესიას, რომ ყველაზე დიდ გასაჭირშიც არ მტოვებს და სულ ჩემთანაა!” – ნინო გაჩეჩილაძე