მოქალაქე სოციალურ ქსელში არასრულწლოვნების ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ მათ ჯერ ცხოველებზე იძალადეს, შემდეგ კი განაცხადეს, რომ ძაღლების მკვლელები არიან.
“ამ ორმა ლაწირაკმა 80 წლის ქალს, რომელიც ვაჟას ძეგლთან ცუგებს უვლის მიაყენა დიდი ტრავმა. ჯერ თურმე წიხლები ურტყეს მის ძაღლებს და მერე უთქვამთ ამ მოხუცი ქალისთვის, ჩვენ ძაღლების მკვლელები ვართო.
ქალი, რომელსაც სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, მიზანმიმართულად ანერვიულეს.
ამ ქალს რამე რომ მოუვიდეს ხო მოგაკითხავენ ოჯახებში თქვე ლაწირაკებო? ან ბებია არ გყავთ ან ოჯახში არ იზრდებით ? ილოცეთ რომ არაფერი დაემართოს ამ მოხუცს ქალს დღეს თქვენ გამო!!!!
არასრულწლოვნები იყვნენ, ამიტომაც სახეს ვფარავთ მაგრამ სურათები არსებობს ! იქნებ ვინმემ ამოიცნოთ თქვენი შვილები, ახლობლები ან ნათესავები და დაარიგოთ როგორ არ უნდა მოიქცნენ! მოახდევინეთ ბოდიში თორემ თქვენც მოხუცდებით და ამათგან იმას მიიღებთ რაც აღზრდაში დააკელით!!!” – წერს მოქალაქე Facebook ჯგუფ “მიუსაფარ ცხოველთა კლუბში” და ფოტოს აქვეყნებს.
