Monday, April 27, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსა და შვედეთის მომხმარებლის დაცვის სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

April 27, 2026
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსა და შვედეთის მომხმარებლის დაცვის სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსა და შვედეთის მომხმარებლის დაცვის სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მემორანდუმს ხელი, შვედეთში გამართული სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, GCCA-ის თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ და KOV-ის გენერალურმა დირექტორმა ლენა არონსონმა მოაწერეს.

„მემორანდუმი მიზნად ისახავს უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, გამოცდილებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში არსებული საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას.

შვედეთში GCCA-ის თავმჯდომარის ვიზიტი კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ International Consumer Protection and Enforcement Network-ის (ICPEN) პრეზიდენტობას უკავშირდება. უწყება ICPEN-ის პრეზიდენტობას მიმდინარე წლის 1-ლი ივლისიდან გადაიბარებს და სექტემბერში მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს, რომელსაც 80-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრება.

ICPEN-ი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მომხმარებელთა დაცვის ორგანოებს აერთიანებს და მიზნად ისახავს ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის გაძლიერებას, ასევე მომხმარებელთა ინტერესების ეფექტიან დაცვას გლობალურ დონეზე.

მემორანდუმის გაფორმების პარალელურად, შვედეთში გამართული სასწავლო სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, მხარეებმა იმსჯელეს მომხმარებელთა უფლებების დაცვის პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელების გზებზე, არსებულ გამოწვევებზე, მარეგულირებელი ჩარჩოს განვითარებასა და აღსრულების მექანიზმების გაუმჯობესებაზე. შეხვედრებისას ასევე განისაზღვრა სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები.

შეხვედრებზე განიხილეს არაკეთილსინდისიერი კომერციული პრაქტიკების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული საკითხები. აგრეთვე, იმსჯელეს ისეთ თემებზე, როგორიცაა: პროდუქტის უსაფრთხოების ზედამხედველობა, ტურიზმის/სატრანსპორტო მომსახურების სფეროებში მომხმარებელთა უფლებების დაცვა და ციფრულ სივრცეში გავრცელებული ე.წ. „დარქ პატერნების“ რეგულირება.

ღონისძიებებსა და მემორანდუმის ხელმოწერის პროცესში აქტიურად იყო ჩართული შვედეთის სამეფოში საქართველოს საელჩო.

ირაკლი ლექვინაძის დელეგაციის შემადგენლობაში მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსი სერგო სანიკიძე და დეპარტამენტის თანამშრომლები – სანდრო ალაფიშვილი და ნუცა ფუტკარაძე იყვნენ. შეხვედრებს ასევე ესწრებოდა შვედეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი ივლიანე ძნელაძე”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საგარეო საქმეთა სამინისტრო მაკა ბოჭორიშვილისა და პაველ ჰერჩინსკის შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
  • “საგანგაშოა თამბაქოს ინდუსტრიის მიერ დაფინანსებული „სამედიცინო ტრენინგები“ – ინდუსტრია ფულს უხდის ცნობილ ექიმებს, რათა პაციენტები დაარწმუნონ, თითქოს ელექტრონული სიგარეტი „ნაკლები ზიანის მომტანია“ – თამბაქოს კონტროლის ალიანსი
  • აჭარის უმაღლეს საბჭოსთან გარემოვაჭრეები საპროტესტო აქციას მართავენ

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge