კიევის ოლქის ქალაქ ბუჩაში ნასვამმა კაცმა ქუჩაში ცეცხლი გახსნა. დაშავებული და დაღუპული არავინაა. პოლიციამ 42 წლის კაცი ადგილზე დააკავა. უკრაინის ეროვნული პოლიციის ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირი ტაქსიდან გადმოვიდა და უმისამართო ცეცხლი გახსნა.
კიევში შეიარაღებული თავდასხმა, როდესაც ქუჩაში გამვლელებს ცეცხლი გაუხსნეს 18 აპრილსაც მოხდა. 60 წლამდე ასაკის კაცმა მაშინ სუპერმარკეტში მძევლებიც აიყვანა, რასაც მაღაზიის შტურმი და მისი ლიკვიდაცია მოჰყვა. იქამდე კი მან რამდენიმე ადამიანი მოკლა.
