რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში საცხოვრებელ შენობას დრონი მოხვდა.
რუსეთის სვერდლოვსკის ოლქის გუბერნატორის, დენის პასლერის ცნობით, დაშავებულია 6 ადამიანი, რომელთაგან მხოლოდ ერთს დასჭირდა კლინიკაში გადაყვანა.
მისივე თქმით, დაზიანდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობა.
