31 მაისს 10 წელი შესრულდა მას შემდეგ რაც ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის კაფსულამ Cargo Dragon-მა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე პირველი წარმატებული მისია განახორციელა, 2008 წელს კი რაკეტა Falcon 1-მა დედამიწის ორბიტამდე პირველად მიაღწია.
ახლა ჯერი ახალ ხომალდზე, Starship-ზე მიდგა, რომლის პირველი საცდელი ორბიტული ფრენაც ამ ზაფხულს იგეგმება. სწორედ ამ რაკეტით სურს მასკს ადამიანების მარსზე გადაყვანა. ცოტა ხნის წინ მან ხომალდს თანამედროვე „ნოეს კიდობანიც“ კი უწოდა.
“1 000-ზე მეტ Starship-ს შევქმნით, რათა მარსზე სიცოცხლის ტრანსპორტირება შევძლოთ. ფაქტობრივად, ეს ძალიან თანამედროვე ნოეს კიდობნებია” – დაწერა მასკმა „ტვიტერზე“
როგორც მილიარდერი აცხადებს, რომ ის ერთი მილიონი ადამიანის მარსზე გადაყვანას 2050 წლამდე გეგმავს. აშშ კი იქ პირველ კოსმონავტევს 2030-40 წლებში გააგზავნის.