Saturday, April 25, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ლელო – ძლიერი საქართველო” განცხადებას ავრცელებს

April 24, 2026
“ლელო – ძლიერი საქართველო” განცხადებას ავრცელებს

“ოცნების” ახალ კანონს, რომელიც ბიზნესს საჯარო საქმიანობას უკრძალავს, “ლელო – ძლიერი საქართველო” განცხადებით ეხმაურება.

პარტიაში ამბობენ, რომ სოლიდარობას და მხარდაჭერას უცხადებენ ქართველ მეწარმეებს – “თუ რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმის ჩახშობას, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ! თუ მათ დუმილს აიძულებენ, ჩვენ მათ ნაცვლად ვილაპარაკებთ!”.

ბიზნესმენებს საქართველოში უკვე თავისუფალი აზრის გამოხატვა ეკრძალებათ, მოქალაქეებს ტროტუარზე დგომა, ხოლო ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობა – ეს რეალობა დააყენა ოლიგარქმა ივანიშვილმა, რომელმაც დამოუკიდებლობის აქტის მიღებიდან 35 წლის თავზე ქვეყანაში ავტორიტარიზმი დაამყარა.

უკვე ძალაშია შესული რეპრესიული კანონი, კერძოდ კი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც მეწარმე სუბიექტებს თავისუფალი აზრის გამოხატვის უფლებას ართმევენ, რაც კიდევ ერთ რეპრესიულ მექანიზმს წარმოადგენს, რომლითაც რეჟიმი ცდილობს ბიზნეს საზოგადოებაზე სრული კონტროლის დამყარებას.

როდესაც ხელისუფლება ბიზნესს უკრძალავს თავისუფალ სამოქალაქო აქტივობას დ აპოლიტიკური პოზიციის საჯაროდ გამოხატვისთვის სადამსჯელო ზომებს უწესებს, ეს აღარ არის სამართლებრივი რეგულაცია, ეს არის რეპრესია, რომელიც მიზნად ისახავს ბიზნესის გაჩუმებას და თავისუფალი, კრიტიკული სივრცის ტოტალურ ჩახშობას.

ივანიშვილს სურს ქვეყანა, სადაც დუმს ყველა – მოქალაქეც, ბიზნესიც და სრულიად საზოგადოება.

მიღებული რეპრესიული ცვლილებები ნათლად აჩვენებს, რომ რეჟიმი ისედაც მყიფე დემოკრატიას რეპრესიული მმართველობით ანაცვლებს. პირველი სამიზნე სამოქალაქო საზოგადოება იყო, შემდეგ ემიგრანტებს შეუზღუდეს საარჩევნო უფლება, ახლა კი რიგში ბიზნესია. ეს არის აქტიური საზოგადოების დემონტაჟის მცდელობა, რადგან ბიზნესი არა მხოლოდ ეკონომიკის, არამედ თავისუფალი საზოგადოების საყრდენია. მისი დაშინება და პოლიტიკური ცხოვრებიდან ჩამოშორება კი ავტორიტარული რეჟიმების ხელწერაა.

“ძლიერი საქართველო – ლელო” სოლიდარობას და მხარდაჭერას უცხადებს ქართველ მეწარმეებს და ვაცხადებთ: თუ რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმის ჩახშობას, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ! თუ მათ დუმილს აიძულებენ, ჩვენ მათ ნაცვლად ვილაპარაკებთ!” – წერია განცხადებაში. 

ცნობისთვის, ბიზნესმენი რესან ქიქავა სოციალურ ქსელში წერს, რომ მის მიერ საჯარო აქტივობის შეწყვეტა საქართველოში მიღებულ ახალ კანონმდებლობას უკავშირდება. მისი განმარტებით, მოქმედი რეგულაციები ბიზნესის წარმომადგენლებს უზღუდავს სამოქალაქო და პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას და პრაქტიკულად უზღუდავს აზრის საჯაროდ გამოხატვის უფლებას.

ქიქავა აღნიშნავს, რომ კანონი ბიზნესმენებისთვის მკაცრ სანქციებს ითვალისწინებს — მათ შორის ჯარიმებს, ბიზნესის ლიკვიდაციასა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, რომელიც შესაძლოა 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დასრულდეს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ბენიამინ ნეთანიაჰუ მიმართვას ავრცელებს
  • როგორი ამინდი იქნება ხვალ საქართველოში
  • თბილისის სამხატვრო აკადემია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge