ენმ-ის წევრი, მარიამ დოლიძე მამუკა მდინარაძეს მიმართავს და ინტერესდება, თვლის თუ არა თავს დამნაშავედ ლევან ხაბეიშვილის წამებაში, რადგან მისი თქმით, მას ეს კადრები ნანახი აქვს და ამ დრომდე ახმა არ ამოუღია.
ის მდინარაძეს რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებასაც ახსენებს, სადაც მან თქვა, რომ ქრთამთან დაკავშირებით ფაქტი თუ არ არის, ამის დადგენა შეუძლებელიაო და ეკითხება, “რატომ ზის ციხეში ენმ-ის ლიდერი და რისთვის ხიდის აბსურდულ სასჯელს“.
“მტკიცებულებები, ეს არის საჯარო ეთერებიდან ამოჭრილი კადრები, სადაც ხაბეიშვილი მოუწოდებდა გდდ-ის თანაშრომლებს არ ეწამებინათ, არ ეცემათ ეს ადამიანები და ასევე, მოწოდება იყო აქციასთან დაკავშირებით, სადაც ის უერთდებოდა 4 ოქტომბრის აქციას. მივმართავ მამუკა მდინარაძეს, რომელიც თავად გამოვიდა რამდენიმე დღის წინ და ქრთამი არის ლატენტური, ფარული დანაშაულია და ფაქტი თუ არ არის, ამის დადგენა შეუძლებელიაო. ბატონო მამუკა, მაინტერესებს, რისთვის ზის ლევან ხაბეიშვილი უკვე 8 თვეა ციხეში და რისთვის იხდის აბსურდულ სასჯელს. კითხვა მაქვს, თქვენ თვლით თუ არა თავს დამნაშავედ, ლევან ხაბეიშვილის დანაშაულში, რომელიც აწამეს, თქვენ ეს კადრები გქონდათ ნანახი და ხმა არ ამოგიღიათ, – ამბობს დოლიძე.
