2025 წელს სამშობლოში საქართველოს 62 073 მოქალაქე დაბრუნდა, ხოლო ემიგრაციაში 58 799 წავიდა – ინფორმაციას BMG საქსტატზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ 2025 წელს იმიგრანტების რაოდენობამ 131,501 შეადგინა, ხოლო ემიგრანტების რაოდენობა 114,374 იყო. შესაბამისად, მიგრაციული სალდო იყო დადებითი და 17,127-ს შეადგენდა. გამოცემის ცნობით, მიგრაციის სტატისტიკა მოიცავს ყველა ქვეყნის მოქალაქეს და მათ შორის საქართველოს მოქალაქეებსაც, უშუალოდ საქართველოს მოქალაქეთა მიხედვით, იმიგრაციამ შეადგინა 62,073, ხოლო ემიგრაციის რაოდენობა იყო 58,799, შესაბამისად, საქართველოში 3274 მოქალაქით მეტი დაბრუნდა, ვიდრე ქვეყანა დატოვა.
საქსტატის თანახმად, 2025 წელს საქართველოს მოქალაქეთა ემიგრაცია იმიგრაციას უმეტესწილად აჭარბებს. მთლიანობაში 2015-2025 წლებში საქართველო 240,428-ით მეტმა მოქალაქემ დატოვა, ვიდრე ქვეყანაში დაბრუნდა. ყველაზე დიდი ემიგრაცია კი 2023 წელს იყო, როდესაც საქართველოს მოქალაქეთა მიგრაციული ბალანსი მინუს 73,600 იყო.
2025 წელს საქართველოში აღირიცხა რუსეთის ფედერაციის 20,139 მოქალაქის იმიგრაცია და 19,226 ემიგრანტი, შესაბამისად, საქართველოში რუსეთის მოქალაქეთა მიგრაციული სალდო იყო +913 ადამიანი, ანუ ქვეყანაში გრძელვადიანად მყოფი რუსეთის მოქალაქეების რიცხვი 913-ით გაიზარდა. 2025 წელსვე საქართველოში აღირიცხა უკრაინის 6,937 მოქალაქის იმიგრაცია და 3,658 მოქალაქის ემიგრაცია, ეს კი ნიშნავს, რომ საქართველოში გრძელვადიანად მყოფი უკრაინის მოქალაქეების რაოდენობა 3,279-ით გაიზარდა. გასულ წელსვე, საქართველოში აღირიცხა 5,685 ინდოეთის მოქალაქის იმიგრაცია და 4,456 პირის ემიგრაცია, რაც ნიშნავს, რომ საქართველოში გრძელვადიანად მყოფი ინდოეთის მოქალაქეების რიცხვი 1,229-ით გაიზარდა.
