Friday, April 24, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ზვიად რატიანი, რომელსაც სასჯელის მკაცრი რეჟიმის პირობებში მოხდა განესაზღვრა, ციხიდან ღია წერილს აქვეყნებს

April 23, 2026
ზვიად რატიანი, რომელსაც სასჯელის მკაცრი რეჟიმის პირობებში მოხდა განესაზღვრა, ციხიდან ღია წერილს აქვეყნებს

პოეტ ზვიად რატიანს, რომელიც სასჯელს გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის, თავისუფლების აღკვეთის პირობები განესაზღვრა: ის სასჯელს მკაცრი რეჟიმის პირობებში მოიხდის.

ზვიად რატიანმა ციხიდან ღია წერილით მიმართა იუსტიციის მინისტრს, პაატა სალიას და გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელობას.

წერილს გამოცემა „პუბლიკა“ ავრცელებს.

მაინც პოეზიასთან წილნაყარი კაცი ვარ და ჩავთვალე რომ დახურულ რეჟიმს ღია წერილი მოუხდებოდა,– წერს რარიანი.

“მართალია, პირდაპირ არავის მივმართავ, მაგრამ ამ წერილს რამდენიმე ირიბი ადრესატი ჰყავს. პირველ რიგში, ამხანაგი პაატა სალია, იუსტიციის მორიგე მინისტრი. ასევე, პენიტენციალური დეპარტამენტისა და გლდანის VIII საპატიმროს ხელმძღვანელი მუშაკები.

6 აპრილს პენიტენციურმა დეპარტამენტმა წერილობით შემატყობინა, რომ მე, როგორც „საშიშროების მომეტებული რისკის მსჯავრდებულს“ აღკვეთის ნახევრად ღია რეჟიმი დახურულით შემეცვალა.

ჯერ ავხსნი განსხვავებებს აღკვეთის ამ ორ მოდელს შორის და მერე ვიკითხოთ, რა უნდა ყოფილიყო ცვლილების მიზეზი, რა ხილვა, რა გამოცხადება ეწვიათ ასეთი, რომ მანამდე შეუმჩნეველი რისკები განჭვრიტეს და დაგვიანებით, მაგრამ აღკვეთეს.

პირველი და ჩემთვის უმნიშვნელო განსხვავება ისაა, რომ ნახევრად ღია წესი პატიმარს უტოვებს შესაძლებლობას, სასჯელი კოლონიურ ღია სივრცეში მოიხადოს, დახურული წესი კი მხოლოდ ოთხ კედელს ითვალისწინებს.

მეორე და ჩემთვის მტკივნეული განსხვავებაა ისაა, რომ დახურული წესით მინიმუმადე მცირდება თვიური ხანმოკლე და წლიური ხანგრძლივი პაემანების რიცხვი.

საქმეც ისაა, რომ მე ისედაც, დაპატიმრების პირველივე დღიდან ფაქტობრივად, დახურული წესით ვიხდი სასჯელს. მეტიც, ექვსი თვეა სრულდება, რაც საერთოდაც სამარტოო საკანში ვიმყოფები. აქვე დავაზუსტებ, რომ ეს ჩემივე სურვილი იყო. არც არასდროს გამომითქვამს ღია სივრცეში გადასვლის და სხვა პატიმრებში გარევის სურვილი.

ღია კარის მტვრევა გამიგია, მაგრამ დახურულის დახურვა რა ფენომენია, აღარ ვიცი. როგორც ჩანს დეპარტამენტის მიზანი ჩემი ისედაც შეზღუდული პაემანების კიდევ უფრო შეზღუდვა იყო და ეს არც არის გასაკვირი, რადგან ჩემდამი მათი მტრული დამოკიდებულება, გამოგიტყდებით, არ არის ცალმხრივი.

მაგრამ „საშიშროების მომეტებული რისკი რაღა იყო, ეგაა საკითხავი.

თანასაკნელები ისედაც არ მყავს, ციხის იმ თანამშრომლებთან, ვისთანაც მიწევდა და მიწევს ურთიერთობა, არათუ კონფლიქტი, მცირედი გაუგებრობაც არასდროს მქონია. არც მოუციათ საბაბი.

თავიდან ისიც კი დავუშვი,  მექანიკური სამოხელეო შეცდომის წყალობით აღმოვჩენილიყავი „საშიშროების მომეტებული რისკის“ მსჯავრდებულთა ნუსხაში და ამ დაშვებას ლოგიკური ახსნაც თავადვე გამოვუძებნე. ვიფიქრე, ციხე პირთამდე გადაიტვირთა, ისღა დარჩენიათ, პატიმრების ნაწილს აღკვეთის რეჟიმი დაუმძიმონ და ასე შეამცირონ პაემნების საერთო რაოდენობა მეთქი.

გულუბრყვილობა იყო, ვაღიარებ, ასეთი დაშვება, რომელ მექანიკურ შეცდომაზეა ლაპარაკი, როცა დეპარტამენტის უწყებას ასეთი მინაწერი აგვირგვინებს: “საშიშროების რისკების შეფასების გუნდის საიდუმლო სხდომის ოქმი“…

რა უნდა ვთქვა? ვგიჟდები გუნდურ მუშაობაზე საიდუმლო ვითარებაში!

ყოველთვის ვერიდებოდი ჩემი პატიმრული პრობლემების საჯაროდ გამომზეურებას და ამჯერადაც ვეცადე, მიზეზი ციხეშივე მომეკითხა. სოცმუშაკის პირით შევუთვალე ადმინისტრაციას, იქნებ აეხსნათ, რა ნიშნით არ აკმაყოფილებდა ჩემი ყოფაქცევა მათ მაღალ სტანდარტებს. იმავე სოცმუშაკის პირით შემომითვალეს, ასეთი უადგილო შეკითხვით პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორისთვის მიმემართა, ანუ კედლისთვის ცერცვი შემეყარა.

მაინც პოეზიასთან წილნაყარი კაცი ვარ და ჩავთვალე რომ დახურულ რეჟიმს ღია წერილი მოუხდებოდა.

ამხანაგი სალია იმიტომაც ავირჩიე ირიბ ადრესატად, რომ ყველაზე მეტად სწორედ მისნაირებს ვერჩი, ისეთებს, ვისზეც მსმენია, ოდესღაც ადამიანები იყვნენო. სამაგიეროდ, დღეს არის თევზივით, არასდროს არაფერი იცის. არ იცის, რა ხელი ჰქონდა რუსთავი2-ის მიჭირხვნის საქმესთან. არ იცის, როგორ მოხვდა წულუკიანის მოღალატურ კომისიაში, არ იცის, რის სანაცვლოდ დაარქვეს მინისტრი.

გამოიჭერს ხოლმე რომელიმე რეპორტიორი:

– ბატონო პაატა, მართალია რომ ოდესღაც ადამიანი იყავით?

– არ ვიცი, ასე როგორ გიპასუხოთ, ხომ უნდა მოკითხო…

ამ წერილს, დიდი ალბათობით, დეპარტამენტის პასუხი მოჰყვება, მორიგი ბინძური ცილისწამება, რაშიც უბადლოდ არიან დახელოვნებული. გულწრფელად მაინტერესებს, ამჯერად რით გამაშავებენ, რით დაასაბუთებენ ჩემგან მომდინარე „საშიშროების მომეტებულ რისკებს“.  საკნის სათვალთვალო კამერის არქივში ქექვა არაფერს მისცემთ; ეს ის შემთხვევაა, როცა გაცილებით ღრმა შემოქმედებითი გარღვევა მოეთხოვებათ. მე მჯერა მათი!

ერთს კი ვურჩევდი. ყოველთვის, როცა მორიგი ცილისწამების შესათხზავად მოკალათდებიან, ისიც ახსოვდეთ, რომ დაგინება მათივე პრეზიდენტის საყვარელი გატაცებაა, თორემ მე და ჩემნაირებს ასეთები არც გვაქვს ჩვევაში.

თუმცა, მალე მოვა დროს, როცა ყველას ყველაფრისთვის მოეკითხება და აღარც არცოდნა ჩაეთვლებათ სალიებს არცოდვად.

არც მე დავიზარებ, მოვყვე ჩემი წილი სიმართლე ბოროტებაზე, რომელთა შემსწრეც არასრული ერთი წლის მანძილზე გავხდი და ვატყობ, ჯერ სად ვარ!

თუმცა, მანამდე, ამხანაგო მინისტრო, რისკები დაიდოს!”,- წერს რატიანი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ტრამპი ირანის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენებას კატეგორიულად გამორიცხავს
  • თბილისში, აგენტობის ბრალდებით დაკავებული ახალგორელი სტუდენტი აღმოჩნდა
  • როდიდან გამოიდარებს საქართველოში – ამინდის პროგნოზი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge