ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა მზადაა, ირანის წინააღმდეგ ომი განაახლოს.
როგორც კაცმა აღნიშნა, „ისრაელის სამხედროები აშშ-სგან მწვანე შუქს ელოდებიან, უპირველეს ყოვლისა, ხამენეის დინასტიის განადგურების დასასრულებლად“.
თავდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ირანის ენერგეტიკულ და ეკონომიკურ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმით ქვეყანა „ბნელ და ქვის ხანაში“ დაბრუნდება.
„ამჯერად თავდასხმა განსხვავებული და სასიკვდილო იქნება და დამანგრეველ დარტყმებს მიაყენებს ყველაზე მტკივნეულ ადგილებში, რაც შეარყევს და დაანგრევს ირანის საფუძვლებს“, – განაცხადა კაცმა.
ცნობისთვის, ისრაელ კაცმა გაიმეორა რამდენიმე კვირის წინ დონალდ ტრამპის განცხადება, რომლის მიხედვითაც, თეირანი თუ შეთანხმებას არ დადებს, მას „ქვის ხანაში“ დაბრუნება ელოდება.
