“მე ვუბრძანე ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალებს, ესროლონ და გაანადგურონ ნებისმიერი ნავი, რაც არ უნდა მცირე ზომის იყვნენ ისინი (მათი სამხედრო ხომალდები – ყველა, 159-ვე – ზღვის ფსკერზეა), რომლებიც ჰორმუზის სრუტის წყლებში ნაღმებს განათავსებენ” – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი წერს.
“მე ვუბრძანე ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალებს, ესროლონ და გაანადგურონ ნებისმიერი ნავი, რაც არ უნდა მცირე ზომის იყვნენ ისინი (მათი სამხედრო ხომალდები – ყველა, 159-ვე – ზღვის ფსკერზეა), რომლებიც ჰორმუზის სრუტის წყლებში ნაღმებს განათავსებენ. ყოყმანი დაუშვებელია. გარდა ამისა, ჩვენი გამნაღმველი გემები ახლა სრუტეს ასუფთავებენ. მე გავცემ ბრძანებას, რომ ეს საქმიანობა გაგრძელდეს, თუმცა გასამმაგებული ძალებით.
[…]
ირანს ძალიან უჭირს გარკვევა, ვინ არის მათი ლიდერი! მათ უბრალოდ არ იციან! შიდა დაპირისპირება რადიკალებს, რომლებიც ბრძოლის ველზე სასტიკად მარცხდებიან, და ზომიერებს შორის, რომლებიც სულაც არ არიან მაინცდამაინც ზომიერები, არის გიჟური! ჩვენ სრულად ვაკონტროლებთ ჰორმუზის სრუტეს. არც ერთ გემს არ შეუძლია შესვლა ან გამოსვლა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ფლოტის ნებართვის გარეშე. ის გერმეტიულად არის ჩაკეტილი მანამ, სანამ ირანი არ შეძლებს შეთანხმების მიღწევას!” – წერს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში
