Thursday, April 23, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

23 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

April 23, 2026
10 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

Horoscope circle on shiny backgroung - space backdrop with white astrology circle. Horoscope zodiac, symbols of aries and aquarius, sagittarius and scorpio, pisces and libra. Vector illustration SSUCv3H4sIAAAAAAAEAI1Wy3LbIBTdd6b/kNE6mYIEenTXfkN3nS4wIjJjJFRATt1M/r1XlmwjrttmZXM5OnCfnNePHx4esp3wWmafH17nFay1MZMPTgRtBzDTx9WuWh2s08KAkcy2t/NO5oMIk1c+otjpzgcrD+PeBhtzSDHc32idEr0PulebI/0YL5/hI6NFbPL7KQTlzqRgL6J7SRFUBxfe3mx19vuyfrhsrLcLsJV9FfLQOTsNrf/0Tf0KkwOKxwjnp92Myy6mt8d/sH3ZzcGU4d8My58fF7dEpwZ5ut0bTJ0T415Lp4/KxQ7A1lFJyIz/1GsvlTFiUHbyV+4f14MzCVEOQNALd1AhYaG3L5Y/b1EwnTJKLEn+vhBmhxcIfO//XjlX8qyqG8KzxMdnI8IW1RRNkaIW3zY4SkhT0RS4xmeDLEvG6xS4u6Y3wRJSpdhWed1tfSlpTpoU57fRzJqSNSQFaZmEpSwLjhyW1hjwOQ0hJazmyGnovW1syjwnJUKd+p01WxyhFYqMuJTqJitVzpArRg9qi2IVZehcFDs4FcVOuORAwmvsqO5HoxIyUqMj99ZZL+24hfKqyOsKZVeAu9bY7vQe8G/barEtr4rnHJOuE+cGqynj+d2zB9ufkiwXFUHOi58TsE6IlaHi8aLTIdwBFxWuNIiTG7VNgTXq1HGeKykho6jOjN45sYWVULcIppIzobIRF7wUcjvosrquG4Q7ateldBBDNB1Urwe9xeWsQa5KMTroUzcksa5KBA0vOp0MNc5IEJNLk8FojntlFDKp77zGIZbaybQP8rzAA+lwQmR3nDVqaNMJQvMKVavyFoZ9Ol0JwXm79JSWwrynrWAm+jA/WvjRqDhDfpkUVeYFHmRrZafIMkd1Ia3vrf9/3HtorMR7yioU0U4Y8SuNfNOgjn7ZK5UMZF41qCjuvFJxsuef9X0+6vbcVa/rWkztubMvT/PRQj58opDmUtdDF8ESkXFTH051kzlXCr/JCdBGUD9qviEnizXWDDbsF5aLIANxYPvIMEBR+bMOWtYtKLZ5SQta8oLW82NGKIMZkl2kJsg83fqIY1Gfew1bLhJM2TQaK5a73bxI1CLlOckrCtrk5lOkMWEXGhoQt92tTF0BRR0prFTgrhhGo7AtqnbZoU10ONLNC6ag1Rrda4FPux4G/XvcK2hR4Nzo+UtQXIRLzvhTKwR/YoKVT6IW4onxRj63vGREzh3z9gfzoqytKQwAAA==

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ასტროლოგები გირჩევენ, რომ თქვენს სასიყვარულო კავშირებსა და ინტერესებზე დაფიქრდეთ. გამორიცხული არ არის, რომ ძველმა თაყვანისმცემელმა ისევ თქვენთან დაახლოება სცადოს. მარტოხელებს წინ რომანტიკული პაემანი ელით.

დატვირთული სამუშაო განრიგის მიუხედავად, ეცადეთ სახლის საფუძვლიანი დასუფთავებისთვის დრო გამონახოთ — ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ მოულოდნელად სტუმრები გეწვევიან.

საქმიანი ნაცნობობისთვის შესანიშნავი დღეა, თუმცა ყველა შემოთავაზებას ნუ დათანხმდებით — ბევრი მათგანი უპერსპექტივოა. დღეს ზედმეტად ნუ გაისარჯებით, უბრალოდ წონასწორობა შეინარჩუნეთ — ყველაფერი ისედაც კარგადაა. დღეს გზაზე გადასვლისას ყურადღება არ მოადუნოთ.

კურო

თუ პირად ცხოვრებაში ცვლილებები გსურთ, მოთმინება გამოიჩინეთ, გარემოება ობიექტურად შეაფასეთ და ინტუიციას ენდეთ. შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ ახლობლები თქვენს პირად სივრცეში ზედმეტად იჭრებიან, თუმცა მათი ინტერესი მხოლოდ თქვენზე ზრუნვაა.

დროა, მთელი ძალისხმევა ოჯახური და პროფესიული საკითხების მოგვარებისკენ მიმართოთ. ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება გსურთ? სატურნის გავლენით თქვენი ბიოველი დასუსტებულია, ამიტომ ეს დღე საპასუხისმგებლო მოლაპარაკებებისა და რთული საქმეებისთვის არ გამოდგება — შესაძლოა მათ დასასრულებლად ენერგია არ გეყოთ.

ტყუპები

სასიყვარულო თავგადასავლებით იმდენად დატვირთული პერიოდია, რომ ახალი ნაცნობობით შეიძლება დაიღალოთ კიდეც. ამჟამად ურთიერთობის განვითარება მხოლოდ თქვენს სურვილზეა დამოკიდებული. დაოჯახებულ ტყუპებს შესაძლოა შვილებთან დაკავშირებული პრობლემა შეექმნათ – თუ სიბრძნეს გამოიჩენთ, მისი მოგვარება არ გაგიჭირდებათ.

მალე ფულის შოვნის შანსი გექნებათ, თუმცა ამისთვის საკუთარ პრინციპებზე გადაბიჯება მოგიწევთ.

სახსრების შეშუპებისას თბილი ზეთით მასაჟი დაგეხმარებათ, თუმცა სერიოზული პრობლემის შემთხვევაში ექიმს უნდა მიმართოთ.

კირჩხიბი

ამ დღეს ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ, რომელიც სასურველია ჩანაფიქრის განხორციელებისკენ მიმართოთ. ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი პროფესიის კირჩხიბებისთვის — შესაძლოა, შთაგონების მოზღვავება იგრძნოთ. მოუცლელობის მიუხედავად, გირჩევთ ოჯახის წევრების დასახმარებლად დრო გამონახოთ.

მიმდინარე ხარჯების შეკვეცა ფინანსური მარაგის შექმნაში დაგეხმარებათ. დამატებითი შემოსავლის მიღებისა და შემოსავლის გასაზრდელად ეცადეთ, ახალი ცოდნა და უნარები აითვისოთ.

ეცადეთ, საღამო მშვიდ გარემოში გაატაროთ და ძალები აღიდგინოთ.

ლომი

ნუ შეგაშინებთ ცვლილებები, რომლებიც უახლოეს მომავალში გელით — ეს აუცილებელია, რათა ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავიდეს. საკუთარ თავს სიზარმაცის უფლებას ნუ მისცემთ, მაგრამ მეტისმეტად ბევრსაც ნუ მოსთხოვთ. გირჩევთ თქვენი ინტელექტუალური რესურსი პროფესიული პროექტების დასასრულებლად გამოიყენოთ.

ეცადეთ გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის გარკვეული მარაგი შექმნათ და მისი არსებობის შესახებ დაივიწყოთ.

ყურადღება მიაქციეთ კვების მენიუს და დღის რეჟიმს — ეს თქვენს შრომისუნარიანობასა და გარეგნობაზე დადებითად აისახება.

ქალწული

ასტროლოგიური პროგნოზი ორივე მხარისთვის საინტერესო და მყარი ურთიერთობის დაწყებას გპირდებათ. გირჩევთ, მთელი ყურადღება საოჯახო საკითხებზე გადაიტანოთ — ხელსაყრელი დროა სახლის კეთილმოწყობისა და დასუფთავებისთვის. შეგიძლიათ საოჯახო ტექნიკა შეიძინოთ — ის დიდხანს მოგემსახურებათ.

ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ საკუთარ პრინციპებს არავითარ შემთხვევაში არ უღალატოთ. ეცადეთ დამატებითი შემოსავლის წყარო იპოვოთ, რადგან ფული მალე დაგჭირდებათ.

ბოლო დროს უამრავ ადამიანთან ურთიერთობა მოგიწიათ, ამიტომ ენერგიის აღსადგენად ცოტა ხნით განმარტოებით ყოფნა გჭირდებათ.

სასწორი

ადამიანისთვის მეორე შანსის მიცემა ნუ შეგაშინებთ — ზოგჯერ ეს საუკეთესო გამოსავალია. თუ ყოფილი პარტნიორი ჯერ კიდევ გიყვართ და ფიქრობთ, რომ საერთო მომავალი გაქვთ, შეგიძლიათ ყველაფრის თავიდან დაწყება სცადოთ. ეცადეთ, რეალისტი იყოთ და ახლობლებს ზედმეტი მოთხოვნები არ წამოუყენოთ.

ხელსაყრელი დღეა საქმიანობის სფეროს შეცვლისთვის ან კვალიფიკაციის ასამაღლებლად. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დიდი ხარჯების გაწევას მოერიდოთ — შესაძლოა გაუთვალისწინებელმა გარემოებებმა ფინანსური დაბანდება მოითხოვოს.

მორიელი

მარტოხელა მორიელებს საინტერესო ნაცნობობა ელით. ამ დღეს დაწყებული ურთიერთობა ხანგრძლივი და ნაყოფიერი იქნება. ამ დღეს კარიერული წინსვლისთვის ბევრი რამის გაკეთება შეგიძლიათ, თუმცა კოლეგებს ღირებულ ინფორმაციას ნუ გაუზიარებთ.

თავი შეიკავეთ გაუმართლებელი ხარჯებისგან, მით უმეტეს, რომ ხელფასის მომატების იმედი ჯერჯერობით არ არსებობს. რაც უფრო სწრაფად დაეშვებით ღრუბლებიდან, სასურველ შედეგს მით უფრო მალე მიაღწევთ. მოერიდეთ მუდმივად მოწუწუნე, უარყოფითად განწყობილ ადამიანებს და ეცადეთ, არ ჩაებათ კამათში, რადგან მაინც ვერავის გადაარწმუნებთ.

მშვილდოსანი

შვილების წარმატება დიდ სიხარულს მოგანიჭებთ. შესანიშნავი დღეა ახალი კავშირების დასამყარებლად და ახალი ცოდნის შესაძენად. ფინანსური მდგომარეობა არასტაბილურია, რაც სავარაუდოდ, საქმის დროებით შეჩერებას უკავშირდება. გამორიცხული არ არის, რომ მოულოდნელმა პოლიტიკურ-საზოგადოებრივმა ცვლილებებმა ბიზნესმენებს პრობლემები შეუქმნას.

სასიცოცხლო ძალების მოზღვავება თავდაჯერებას შეგმატებთ, თუმცა ცდუნებების მიუხედავად, ეცადეთ, ზომიერების გრძნობა არ დაკარგოთ.

თხის რქა

ამ დღეს შესაძლოა რაღაც მოულოდნელი მოხდეს, რაც თქვენს პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებებს გამოიწვევს. ამ დღეს შესაძლებლობა გექნებათ, რომ ოჯახური პრობლემა ან ძველი დავა მოაგვაროთ — ისაუბრეთ იმაზე, რაც გაწუხებთ და კომპრომისს მიაღწევთ.

სამსახურებრივ წინსვლას მეტისმეტად დიდ მნიშვნელობას ნუ მიანიჭებთ — მატერიალური კეთილდღეობა მეგობრებთან და საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას ვერ შეცვლის. ეცადეთ, მოვალეობებსა და სიყვარულს შორის ბალანსი გამონახოთ. დასვენება, სწორი კვება და ბუნებაში გასეირნება სტრესისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ.

მერწყული

პიროვნული თვისებები და გამჭრიახობა ადამიანების მოხიბვლაში და საჭირო კავშირების დამყარებაში დაგეხმარებათ. თქვენი ექსპერიმენტი სასურველ შედეგს გამოიღებს. ამ დღეს ოჯახური ურთიერთობები შესაძლოა დაიძაბოს, მოსალოდნელია კონფლიქტი პარტნიორთან ან ახლობლებთან. ამის მიუხედავად, საუკეთესო დროა ნებისმიერი აქტივობისთვის — თქვენს პროექტებს როგორც ახლობლები, ისე ხელმძღვანელობა მხარს დაუჭერს.

თუ არ იზარმაცებთ, იმაზე მეტის გამომუშავებას შეძლებთ, ვიდრე ჩვეულებრივ. ამ დღეს თქვენი ორგანიზმი ინფექციების მიმართ განსაკუთრებით დაუცველია, ამიტომ ხალხმრავალ ადგილებს მოერიდეთ.

თევზები

ეცადეთ, ნათესავებთან ურთიერთობისას მეტი მოთმინება გამოიჩინოთ, რათა მოზღვავებუოლმა ემოციებმა დაპირისპირება არ გამოიწვიოს. ამ დღეს გექნებათ შანსი, რომ ძველი კონფლიქტი მოაგვაროთ, რომელშიც თქვენი ნების წინააღმდეგ ჩაგითრიეს.

კარგი დროა ფიქრისთვის, წარსული საქციელის გაანალიზებისა და დაგეგმვისთვის. ინფექციური დაავადებების რისკი მაღალია, ამიტომ ხალხმრავლობას მოერიდეთ და იმუნიტეტის გაძლიერებაზე იზრუნეთ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში არალეგალური საკონსერვო საწარმო გამოავლინა
  • “მამუკა მდინარაძე იქნება სახელმწიფო მინისტრი, ვიცე-პრემიერი და ექნება გამორჩეული როლი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში” – ირაკლი კობახიძე
  • “ევროკავშირის ელჩის დაბარება არის მიზანშეწონილი” – ირაკლი კობახიძე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge