თბილისში ბოლო 3 თვეში პარკინგის ჯარიმებიდან ბიუჯეტში 5 440 758 ლარი შევიდა – ინფორმაციას BPN ავრცელებს და წერს, რომ წინა წლის იგივე პერიოდში 1 932 071 ლარი შევიდა.
ბიუჯეტში შესული თანხა 181.6%-ით გაიზარდა. საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მიხედვით, წელს იანვარ-მარტში პარკირების ჯარიმებიდან ბიუჯეტში 5 440 758 ლარი შევიდა, წინა წლის იგივე პერიოდში 1 932 071 ლარი. გამოცემა წერს, რომ სტატისტიკის მიხედვით, გაზრდილია ზოგადად საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობა.
BPN ფინანსთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ 2026 წელს 3 თვეში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებიდან ხაზინაში 79 697 775 ლარი შევიდა, 2025 წელის ანალოგიურ პერიოდში – 38 702 890 ლარი. რაც შეეხება 2025 წლის სრულ მაჩვენებელს, შარშან ბიუჯეტში აღნიშნული დარღვევიდან ბიუჯეტში ჯამში 17 527 091 ლარი შევიდა.
