Wednesday, April 22, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

გორში, ტელეფონების მაღაზიიდან, 136 ათასი ლარის ღირებულების 46 აიფონი და სხვადასხვა ელექტრომოწყობილობა მოიპარეს

April 22, 2026
გორში, ტელეფონების მაღაზიიდან, 136 ათასი ლარის ღირებულების 46 აიფონი და სხვადასხვა ელექტრომოწყობილობა მოიპარეს

გორში ტექნიკის მაღაზიიდან 46 ცალი აიფონი და ძვირადღირებული ელექტრონული ტექნიკა გაიტაცეს. შსს-ს ცნობით, 136 ათასი ლარის ღირებულების საქონელი წარსულში მრავალჯერ ნასამართლევმა 21 წლის კაცმა მოიპარა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, ბრალდებული, როგორ აზიანებს მაღაზიის კარის და შედის შიდა ტერიტორიაზე.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი – 2005 წელს დაბადებული ს.დ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ქალაქ გორში მდებარე მობილური ტელეფონების მაღაზიაში გვიან ღამით უკანონოდ შეაღწია, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 136 ათასი ლარის ღირებულების ,,აიფონის“ ფირმის 46 მობილურ ტელეფონსა და მაღაზიაში წარმოდგენილ სხვა ელექტრომოწყობილობებს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა მალევე დაადგინეს და ბრალდებულის სახით დააკავეს.

პოლიციამ დაკავებულის საცხოვრებელ სახლსა და მის მიერ მითითებულ სხვადასხვა ლოკაციაზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნაქურდალი ნივთები სრულად ამოიღო.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”- წერს უწყება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ალეკო ელისაშვილი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
  • “2 წელია უფლისწულმა (ცოტნე ივანიშვილმა) ვერ დაინახა აქ რომ ხალხს ჩაგრავენ?” – ალეკო ელისაშვილი
  • დიდმა ბრიტანეთმა მიიღო კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც 2009 წლის შემდეგ დაბადებულ პირებს თამბაქოს შეძენა მთელი ცხოვრების მანძილზე აეკრძალებათ

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge