“ასეთ პირობებში აგრძელებს პროტესტს დარეჯან ცხვიტარია. ირღვევა მისი უფლება, არ უბრუნებენ წართმეულ ნივთებს” – წერს სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და სამოქალაქო აქტივისტი თეონა ჭალიძე.
“ასეთ პირობებში აგრძელებს პროტესტს დარეჯან ცხვიტარია. ირღვევა მისი უფლება. არ უბრუნებენ წართმეულ ნივთებს, არ აძლევენ მცირე ზომის კარვის გაშლის უფლებას ამ ამინდშიც კი. მოგეხსენებათ შეკრების თავისუფლებით დაცულია შეკრების ფორმის არჩევის უფლება და საქართველოს სახალხო დამცველი Public Defender of Georgia -მა უნდა მოახდინოს რეაგირება და განცხადება გააკეთოს უშუალოდ დარეჯან ცხვიტარიასთან დაკავშირებით.
#სოლიდარობა დარეჯანს
პს: წერილობითი სახით განცხადებას კანცელარიას ჩავაბარებ სამუშაო საათებში” – წერს სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და სამოქალაქო აქტივისტი თეონა ჭალიძე.
16 აპრილს აქტივისტ დარეჯან ცხვიტარიას 20-მდე პოლიციელმა პირადი ნივთები უკვე მერვედ წაართვა. მისივე ინფორმაციით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მას კარავი ჰქონდა გაშლილი, პოლიციელები გვიან ღამით მივიდნენ.
