კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე „ქართული ოცნების“ მთავრობაში საკადრო ცვილებებს ეხმაურება და წერს, რომ “ოცნებას“ სანდო კადრების პრობლემა აქვს და მაქსიმალურ ოპტიმიზაციას ცდილობს.
მისი თქმით, ძალოვან მინისტრებში საკადრო გადანაცვლება უნდა აღვიქვათ, როგორც რეჟიმის მიერ ძალების გადალაგება და შიდა რესურსების მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენებისკენ მიმართული ნაბიჯი.
სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა ერთი შეხედვით, უმცროსი მინისტრის თანამდებობას გავს, რადგან მას “უპორტფელო მინისტრს” უწოდებენ (ზოგჯერ მანდ პენსიაზეც გაუშვიათ), მაგრამ მეორე მხრივ ეს კონკრეტული პოლიტიკური ფიგურის ბიუროკრატიული ყოველდღიურობისგან გათავისუფლებაცაა – უფრო მეტი დროის მისაცემად მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილებები/მართოს სისტემა.
თავს ნუ მოვიტყუებთ. სუს-ის უფროსის სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად გადაყვანა ფაქტობრივად მისი “ძალოვანების დირექტორად” დანიშვნას ნიშნავს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ის პრემიერი მოადგილის სტატუსსაც მიიღებს და გარდა ძალოვნების კონტროლისა პოლიტიკური ფიგურაც შეეძლება იყოს (რაც სუს-ის უფროსობიდან გამირიცხული იყო).
მეორე რაც შეიძლება ვთქვათ – საკადრო დეფიციტია, რასაც რეჟიმი განიცდის. ეს განუწყვეტელი სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები იმას ნიშნავს, რომ ოცნებას სანდო კადრების პრობლემა აქვს და მაქსიმალურ ოპტიმიზაციას ცდილობს. არც იმის შესაძლებლობა აქვს რამდენიმე ძლიერი ძალოვანი მინისტრი/უფროსი ყავდეს და არც იმის ფუფუნება ერთ-ერთი მთავარი სპიკერი სუს-ის უფროსობის გამო პოლიტიკურ დისკუსიაში ვერ ჩართოს“, – წერს ვახუშტი მენაბდე.
