Tuesday, April 21, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

“დადასტურდა, რომ ნანა სანდერი თავს ნამდვილად ასახელებდა 4 ოქტომბრის ორგანიზატორად, ვიდეომასალებში ჩანს, რომ ნამდვილად სურდა უსისხლო, უმსხვერპლო რევოლუცია, თუმცა, პარალელურად, კატეგორიულად ემიჯნებოდა მშვიდობას” – პროკურორი

April 21, 2026
“დადასტურდა, რომ ნანა სანდერი თავს ნამდვილად ასახელებდა 4 ოქტომბრის ორგანიზატორად, ვიდეომასალებში ჩანს, რომ ნამდვილად სურდა უსისხლო, უმსხვერპლო რევოლუცია, თუმცა, პარალელურად, კატეგორიულად ემიჯნებოდა მშვიდობას” – პროკურორი

გამოკვლეული მასალებით დადასტურდა, რომ ნანა სანდერი თავს ნამდვილად ასახელებდა 4 ოქტომბრის ორგანიზატორად. ვიდეომასალებში ჩანს, რომ მას ნამდვილად სურდა უსისხლო, უმსხვერპლო რევოლუცია, თუმცა, ის ამის პარალელურად კატეგორიულად ემიჯნებოდა მშვიდობას, – ამის შესახებ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული პირების საქმის პროკურორმა თამარ იაკობიძემ განაცხადა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე, სადაც ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს, იყო ვიდეომასალაც, რომელიც სანდერს თავად აქვს სექტემბრის თვეში ჩაწერილი.

„დღევანდელ სასამართლო პროცესზე ერთ-ერთ ბრალდებულთან, ნანა სანდერთან დაკავშირებული ვიდეომასალა გამოვიკვლიეთ. მოგეხსენებათ, სხვადასხვა სოციალური პლატფორმიდან მოსამართლის განჩინებით ვიდეომასალები იქნა მოპოვებული, რომელიც ამ შემთხვევაში, ნანა სანდერის მიერ რევოლუციის ორგანიზებას ეხებოდა. დღეს გამოკვლეული მასალებით დადასტურდა, რომ ნანა სანდერი თავს ნამდვილად ასახელებდა 4 ოქტომბრის ორგანიზატორად, ვიდეომასალებში ჩანს, რომ მას ნამდვილად სურდა უსისხლო, უმსხვერპლო რევოლუცია, თუმცა, ის ამის პარალელურად კატეგორიულად ემიჯნებოდა მშვიდობას. არ ვიცი, მადლობა უნდა ვუთხრათ თუ არა იმისთვის, რომ მსხვერპლი არ სურდა, თუმცა, კატეგორიულად აცხადებდა, რომ რევოლუცია მშვიდობიანი არ უნდა ყოფილიყო და ძალადობრივი უნდა ყოფილიყო, ის ითხოვდა მამაკაცურ ძალას, მათ შორის, ახდენდა ფულადი თანხების ორგანიზებას და სხვადასხვა ეკიპირების შეძენას აქციის მონაწილეთათვის. კატეგორიული მოწოდება ჰქონდა, ყველას, ვინც წინააღმდეგობას გაუწვდა, მათ მიმართ დაუნდობლები ყოფილიყვნენ, რადგან ნანა სანდერი აცხადებდა, რომ თავად დასცინოდა მათ, რომლებიც მშვიდობიანი რევოლუციის მომხრეები იყვნენ.

მოგეხსენებათ, სისლის სამართლის საქმეზე წარდგენილია ათეულობით ვიდეომასალა, რომელიც სხვადასხვა პროცესზე გამოვიკვლიეთ, ათეულობით მოწმე დავკითხეთ. ლოგიკურია, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით, გონივრული მოლოდინი გვაქვს გამამტყუნებელი განაჩენის“, – განაცხადა იაკობიძემ.

ცნობისთვის, ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ნანა სანდერს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს და სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დანარჩენ პირებს – ბექა ქელეხსაშვილს, მამუკა ლაბუჩიძეს, გურიელა ქარდავას, ვახტანგ ფიცხელაურს, ალექსანდრე ხაბეიშვილს, აბო ნავერიანს, ანტონ უპერს, ავთანდილ სურმანიძეს, გიორგი მულაძეს და თემურ ქურციკიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

მარიამ მეყანწიშვილს ბრალდება სსსკ-ის 226-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას გულისხმობს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 28 აპრილს საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება – ამ სხდომაზე გამორჩეული იქნება სამი საპატრიარქო კანდიდატი
  • მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს
  • სულხან თამაზაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge