დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე მოზარდის მშობელი, კახა წიქარიშვილი “ტვ პირველთან” საუბრობს და სარჯველაძის დღევანდელ განცხადებას პასუხობს:
“ამ მედიკამენტების უსაფრთხოება არის აღიარებული ევროპული და ამერიკული ორგანიზაციების მიერ. ეს მედიკამენტები იწვევენ სიცოცხლის გახანგრძლივებას არა 1 და 3 წლით, არამედ 5, 6, 7 და მეტი წლის ვადით. ჩვენი შვილების სიცოცხლის წლები არ არის სახელმწიფოს მიერ ნაგავში გადასაგდები საკითხი. კოვიდის აცრების დროს საქართველოში ადამიანი დაიღუპა, მაგრამ ხელისუფლებას არ უთქვია უარი კოვიდის აცრებზე. ყველა პრეპარატს აქვს შესაძლო გართულებები, მათ შორის, ფატალური შედეგებიც, მაგრამ მსოფლიო ბაზარზე ეს არ უშლის ხელს ამ პრეპარატების გამოყენებას” – აცხადებს კახა წიქარიშვილი.
მიხეილ სარჯველაძემ დღეს განაცხადა, რომ “დიუშენის განკურნებაზე პრეტენზიის მქონე მედიკამენტი დღეს მსოფლიოში არ არსებობს” და არსებობს მხოლოდ მედიკამენტები, რომელსაც აქვს პრეტენზია დაავადების მიმდინარეობის შენელებაზე. მისივე თქმით, დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც მედიკამენტების გამოყენებას ფატალური შედეგი მოჰყვა.
