Tuesday, April 21, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს შსს-ს, უზრუნველყოს მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარედ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება

April 21, 2026
საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს შსს-ს, უზრუნველყოს მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარედ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება

საქართველოს სახალხო დამცველი მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარედ სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების გამართულ შეკრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

სახალხო დამცველი მოუწოდებს შსს-ს, უზრუნველყოს მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარედ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება

ამასთან, ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, შსს- წარმომადგენლების მხრიდან პროტესტში მონაწილე მშობლებთან აქტიური და შინაარსობრივი დიალოგის წარმართვის საჭიროება.

„საქართველოს სახალხო დამცველი აქტიურად ადევნებს თვალს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობელთა მიერ გამართული შეკრების მიმდინარეობას, რომლის მონაწილეებიც მათი შვილების აუცილებელი მედიკამენტებით უზრუნველყოფას ითხოვენ. მედიით გავრცელებული და სახალხო დამცველის აპარატისთვის მოწოდებული ინფორმაციით, შეკრების მონაწილეებს არ ეძლევათ კანცელარიის წინ არსებულ სკვერში დროებითი კონსტრუქციებისა და სხვადასხვა ატრიბუტიკის განთავსების შესაძლებლობა.

საქართველოს სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ შეკრების თავისუფლებით დაცულია შეკრების ფორმის არჩევის უფლება, რაც მის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციებისა თუ ნივთების ფლობის შესაძლებლობას ანიჭებს. ამავდროულად, სახელმწიფო ვალდებულია, ხელი შეუწყოს მშვიდობიანი შეკრების გამართვას და აჩვენოს შემწყნარებლობა შეკრების მონაწილეთა მიერ არჩეული პროტესტის ფორმის მიმართ.

საქართველოს სახალხო დამცველი წარსულში არაერთხელ გამოეხმაურა შეკრების მონაწილეებისთვის ამგვარი შესაძლებლობის შეზღუდვას და განმარტა, რომ ატრიბუტიკის ჩამორთმევა გაუმართლებელია, როდესაც მათი სარგებლობით არ ხდება შენობის შესასვლელების ბლოკირება, მომეტებულად არ ზიანდება სხვა პირთა კანონიერი ინტერესები ან საზოგადოებრივი წესრიგი. განსახილველ შემთხვევაში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, ატრიბუტიკით სარგებლობა პირდაპირ უკავშირდება შეკრების თავისუფლების განხორციელების შესაძლებლობას და არსებით გავლენას ახდენს უფლებით სარგებლობაზე.

ამდენად, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს – უზრუნველყოს მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარედ მყოფ პირთა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება. ამასთან, საკითხის სიმწვავისა და განსაკუთრებული სენსიტიურობის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი ხაზს უსვამს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან პროტესტში მონაწილე მშობლებთან აქტიური და შინაარსობრივი დიალოგის წარმართვის საჭიროებას, რაც, ამინდისა თუ სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, არსებული პრობლემის მოგვარებისკენ იქნება მიმართული“, – ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ვიდეოში ნანა სანდერი საუბრობს მშვიდობიან აქციაზე და იმაზე, რომ მსხვერპლი არ უნდა იყოს – ეს არის დაცვის მხარის მტკიცებულება, რომ ძალადობის ორგანიზება კი არ სურდა, პირიქით, უნდოდა, აქცია მშვიდობიანად ჩატარებულიყო” – ნანა სანდერის ადვოკატი
  • სუს-ის ანგარიშის მიხედვით, პუტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველ მოადგილე ოკუპირებულ რეგიონებში ანექსიისთვის ხელსაყრელ ნიადაგს ამზადებდა
  • “დადასტურდა, რომ ნანა სანდერი თავს ნამდვილად ასახელებდა 4 ოქტომბრის ორგანიზატორად, ვიდეომასალებში ჩანს, რომ ნამდვილად სურდა უსისხლო, უმსხვერპლო რევოლუცია, თუმცა, პარალელურად, კატეგორიულად ემიჯნებოდა მშვიდობას” – პროკურორი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge