საქართველოში უახლოეს დღეებში კვლავ არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი – სინოპტიკოსის პროგნოზით, “ცალკეულ დღეებში გამოიდარებს, თუმცა წვიმა და ქარი ქვეყნის მასშტაბით შენარჩუნდება” – მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე “მეტრონომთან”.
“დღეს და ხვალ აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, განსაკუთრებით ღამისა და დილის საათებში. ხვალ საღამოსთვის უკვე გამოიდარებს. შედარებით ცივი დღეები გაგრძელდება როგორც აღმოსავლეთში, ასევე დასავლეთში.
დღეს დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია, თუმცა ეს გამოდარება ხანმოკლეა. 24 აპრილს დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც კვლავ მოსალოდნელია წვიმა და ქარი, ხოლო მაღალ მთაში შესაძლებელია კვლავ მოთოვოს.
23 აპრილს საღამოს დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც დაიწყება ციკლონთან არსებული გრილი და ნოტიო ამინდის შემოსვლა. შესაბამისად, 23 აპრილს დასავლეთ საქართველოში იქნება წვიმიანი ამინდი, ხოლო 24 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოშია ” – მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე “მეტრონომთან”.
აპრილის ბოლომდე საქართველოში ძირითადად არამდგრადი და ცივი ამინდებია მოსალოდნელი – სინოპტიკოსის პროგნოზით, ცალკეულ დღეებში გამოიდარებს, თუმცა უმეტესად წვიმიანი და ქარიანი ამინდი შენარჩუნდება, ხოლო მაღალმთაში თოვლიც იქნება.
“ტემპერატურა ვერ იმატებს ისე, რომ სტაბილურად დაიწყოს მზიანი ამინდები. ამ თვეში არც ველოდებით ისეთ მზიან და კარგ ამინდებს, რაც აპრილისთვის არის დამახასიათებელი.
აპრილის თვეში ცალკეულ დღეებში გამოიდარებს, თუმცა ძირითადად წვიმიანი და ქარიანი ამინდი შენარჩუნდება თვის ბოლომდე მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე. არასტაბილური და ცივი ამინდები გრძელდება, მაღალ მთაში კი თოვლიცაა მოსალოდნელი. მაგალითად, ბახმაროში მოსალოდნელია თოვლი და დღისით დაახლოებით 2 გრადუსი, რაც წესით ამ პერიოდში უკვე უნდა შეწყვეტილიყო” – კობა ფარტენაძე “მეტრონომთან”.
