Tuesday, April 21, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების პასუხი მიხეილ სარჯველაძეს

April 21, 2026
დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების პასუხი მიხეილ სარჯველაძეს

მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილი დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები მიხეილ სარჯველაძის განცხადებას პასუხობენ და მოუწოდებენ დეტალურად შეისწავლოს წამლების მოქმედება და ინფორმაცია მოიძიოს.

მშობლების თქმით, მიხეილ სარჯველაძემ თავის განცხადებაში “ყველა პრეპარატი მომაკვდინებლად გამოაცხადა” და დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვები მხოლოდ ჰორმონის მოხმარებაზე დატოვა, რომელსაც ძალიან ბევრი გვერდითი ეფექტი აქვს.

მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილები აცხადებენ, რომ ისინი კვლავ გააგრძელებენ პროტესტს, რადგან ჯანდაცვის სამინისტროში გაკეთებული განცხადება არ არის მათთვის მისაღები პასუხი.

“ჩვენ, ახლა მშობლებმა მოვისმინეთ ბატონი მინისტრის განცხადება, სადაც აღნიშნავს, რომ ის პრეპარატები, რომლებიც აღიარებულია მსოფლიო ფარმაცევტულ ბაზარზე, არ არის ეფექტური და პირდაპირი გაგებით, მან როგორც გადმოგვცა, ეს პრეპარატები არის ბავშვებისთვის მომაკვდინებელი. ამიტომ, ბატონ მინისტრს ვთხოვთ, რომ დეტალურად შეისწავლოს და წვდომა ჰქონდეს იმ კომპანიებთან და იმ ქვეყნებთან, სადაც ამ წამლების ეფექტურობა დადასტურებულია, დასაბუთებულია და ინფორმაცია მოიძიოს ჩვენი მშობლებისგან, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ, არიან ამერიკის, ევროპის მოქალაქეები და მათგან მიიღოს უშუალო ინფორმაცია.

მაგალითად, ბავშვი, რომელიც არის ამერიკის მოქალაქე, ბავშვი, რომელიც ვერ გადაადგილდებოდა, ერთ სართულსაც ვერ გაივლიდა, “ელევიდისის” მიღების შემდეგ ბავშვმა ცხრა სართული თავისუფლად გაიარა.

ამაზე ვითხოვთ პასუხს. მან ყველა პრეპარატი გაანულა და დაგვტოვა მხოლოდ ჰორმონების იმედად. რა პრეპარატიც არსებობს, ყველა ყოფილა თურმე მომაკვდინებელი და დაგვტოვა მხოლოდ და მხოლოდ ჰორმონის მოხმარებაზე, რომელსაც აქვს ძალიან ბევრი გვერდითი ეფექტი, ბავშვებს ასიებს, მომქედებს ძვლებზე და ა.შ.. მან ფაქტობრივად პასუხი ვერ გაგვცა და ჩვენ ვერ მივიღეთ მისგან დასაბუთებული პასუხი. მან, როგორც ჩანს, ზედაპირულად მიღებული ინფორმაცია გადმოგვცა.

ჩვენ გავაგრძელებთ პროტესტს, რადგან ეს არ არის ჩვენთვის მისაღები პასუხი,” – განაცხადა ერთ-ერთმა მშობელმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ნიკოლ ფაშინიანი განცხადებას ავრცელებს
  • “ბავშვების გადარჩენა ზედმეტად ეძვირათ – სამაგიეროდ, ბიძინას გაუგებარი ხუშტურისთვის, სკოლის ფორმებისთვის, შუა საბიუჯეტო წელს ათობით მილიონი წამში გამონახეს” – ნიკა გვარამია
  • “ისე მოკვდა ნაპოლეონი, ეს წოდება ვერ ეღირსა. გიხაროდენ, ხალხო” – შალვა ნათელაშვილი მდინარაძეზე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge