ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვებისთვის წამალს ამ ეტაპზე არ შემოიტანენ.
“ვმუშაობთ” – თქვა საგანგებო ბრიფინგზე სარჯველაძემ.
“დიუშენის განკურნებაზე პრეტენზიის მქონე მედიკამენტი დღეს მსოფლიოში არ არსებობს. არსებობს მხოლოდ მედიკამენტები, რომელსაც აქვს პრეტენზია დაავადების მიმდინარეობის ისეთ შენელებაზე, რითაც ეტლის საჭიროების ასაკი შეიძლება გადავადდეს 1-დან 3 წლამდე. იმედს გამოვთქვამ, რომ ახლო მომავალში ასეთი მედიკამენტი იქნება გამოგონებული…” – ამბობს ჯანდაცვის მინისტრი სარჯველაძე.
ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტროში ბრიფინგი მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც მშობლებმა მთვარობის ადმინისტრაციასთან ღამე გაათენეს.
