ხმაურით დაანონსებული პროექტის ყველა დეტალი ბუნდოვანია – “ქართულ ოცნება” თბილისში ტრამპის ბრენდის ახალი ცათამბჯენის მშენებლობას ეკონომიკურ გარღვევას აფასებს. არადა ეკონომისტებს აქვთ მარტივი კითხვა, “ტრამპ თაუერი” შენდება ამერიკული ფულით, თუ ქართველმა ბიზნესმენებმა ტრამპის კორპორაციისგან ბრენდის გამოყენების უფლება იყიდეს. მაგალითად “ტრამპ თაუერის” სიახლოვეს თბილისში შენდება “ჰოლივუდ პლანეტის” ცათამბრჯენიც, ამ კომპანიამ ბრენდის მფლობელისგან სახელის გამოყენების უფლება შეიძინა და ეს არ ნიშნავს, რომ ფულს საქართველოში “ჰოლივუდ პლანტი” ჩადებს.
“ტრამპ თაუერი” თბილისში თამარაშვილის ქუჩაზე აშენდება, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე, მიწა ოფიციალურად ჯერ ისევ ივანიშვილს ეკუთნის, თუმცა მომავალ მესაკუთრედ, ძმები ფხაკაძეების კომპანიაა მითითებული. სოსო ფხაკაძე “ბიოგრაფ ლივინგის” ქსელის მფლობელია, ის თბილისში რვა კორპუსს აშენებს.
