მრევლი ამბობს, რომ ბერი ნიკოლოზის დასახმარებლად მედიკოსებს თავად მიმართა, თუმცა ისინი ბერის ბინაში ადამიანების კონკრეტულმა ჯგუფმა არ შეუშვა. ქალი ამბობს, რომ ასეთი რამდენიმე შემთხვევა იყო. მისი თქმით, პასუხისმგებლობა სწორედ იმ პირებზეა, ვინც მამა ნიკოლოზთან ექიმები არ შეუშვა.
“ბოლოს, 4 დღის წინ მე თვითონ ვეხვეწებოდი ექიმს, რომ გეხვეწებით, ამობრძანდით, მამაოს ძალიან სჭირდება ექიმი-თქო და არ გვიშვებენ, ცემა-ტყეპით ჩამოგვყარესო. ჩემზეც იძალადეს და ეს ვიდეო, რომელიც არის გავრცელებული, მაგ ვიდეოს გარდა კიდევ ორი შემთხვევა იყო, როცა ექიმი არ შეუშვეს. ერთი დაჯგუფებაა ასეთი, მაგათმა მოკლეს და მოინელეს მამა ნიკოლოზი. მამა გაბრილსაც იგივენაირად გამოატარეს ყველაფერი და ხომ იცით, ქართველები სიცოცხლეში ვერ ვაფასებთ ვერავის” – ამბობს მრევლი.
ბერი ნიკოლოზ (ნარიმანი) მაქარაშვილი საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. როგორც მრევლი აღნიშნავს, მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების მედიკოსებს მის ბინაში შესვლის შესაძლებლობა არ მიეცათ.
სოციალურ ქსელში მოქალაქეები წერენ, რომ დახმარებას თავად ბერი ნიკოლოზიც წერილობით ითხოვდა.
