დეკანოზი თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში ბერი ნიკოლოზის გარდაცვალებას ეხმაურება. მისი თქმით, მომხდარმა ნათლად დაგვანახა, რომ ადამიანი ვისაც გააღმერთებინებს თავს, ზუსტად ისინი მოკლავენ საბოლოოდ.
“ბერი ნიკოლოზის გარდაცვალებამ პირდაპირ გვაჩვენა, რომ ვისაც გააღმერთებინებ თავს, ზუსტად ისინი მოგკლავენ სასტიკად. ზ. ფროიდი აღწერს ასეთ შემთხვევებს გასული საუკუნის აფრიკის ველურ ტომებში და უბედურებაა, რომ 21-ე საუკუნის საქართველოში ცხოვრობს ასეთივე ხალხი. ჯერ გააღმერთეს (მანაც არ დაუშალა ეს სიგიჟე) და შემდეგ უექიმოდ მოკლეს. საშინელებაა ეს სიბნელე.” – წერს სოციალურ ქსელში დეკანოზი, მიუნხენის წმ. ვახტანგ გორგასლის სახ. ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი თამაზ ლომიძე.
ამ წუთებში სარიტუალო სახლთან, სადაც ბერი ნიკოლოზ მაქარაშვილია დასვენებული მრევლი იკრიბება.
ბერი ნიკოლოზი საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი 19 აპრილს იპოვეს. ამის შემდეგ ბერის საცხოვრებელ სახლთან მრევლი შეიკრიბა, ისინი სახლში შეშვებას ითხოვდნენ, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა. ამის გამო, დაპირისპირება მომხდა მრევლსა და პოლიციას შორის.
