Monday, April 20, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების მოთხოვნას დღეს შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა

April 20, 2026
დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების მოთხოვნას დღეს შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა

დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების მოთხოვნას დღეს შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა. როგორც მან განაცხადა, წამალი, რომელსაც დედები შვილებისთვის ითხოვენ, შესაძლოა, საშიში იყოს, რადგან კვლევები ჯერ დასრულებული არ არის.

“გასაგებია მშობლების სურვილი და წუხილი, რომ იქნას გამონახული გზები მკურნალობის, მეორეს მხრივ, არის, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, რომ მთავარი პრინციპი, რითაც იწყება ფიცი საექიმო, არის, რომ “არ ავნო”. ისე არ უნდა ჩაერიოს ექიმი, რომ უარესი შედეგი გამოიწვიოს. ვიცით, რომ გარკვეული პრობლემები სხვადასხვა მედიკამენტებს აქვს, ასე რომ, ამ მხრივ მნიშვნელოვანია, ყველა რისკი გააცნობიეროს ყველამ, უპირველეს ყოვლისა, მშობლებმა” – თქვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის ამ განცხადებას უკვე უპასუხეს დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშების მშობლებმა. მათი თქმით, აღნიშნულ განცხადებას ფაქტობრივი გარემოებები არ შეესაბამება. მათი ინფორმაციით, ერთ-ერთი მედიკამენტი, რომლის შემოტანასაც ისინი ითხოვენ, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ უკვე რეგისტრირებულია.

მშობლები სვამენ კითხვას, თუ პრეპარატს უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის ყველა ეტაპი არ ჰქონდა გავლილი, რა საფუძველზე მოხდა მისი რეგისტრაცია ქვეყანაში.

“რეგისტრაცია ნიშნავს, რომ უსაფრთხოების და ეფექტურობის მხარე გავლილია, დადასტურებულია და მოხდა რეგიტრაცია. დაახლოებით ნახევარი წლის წინ მოხდა ჩვენს ქვეყანაში და რესგირტირებულ მედიკამენტზე ახლა იმის საუბარი, რომ ხომ არ დააზიანებს ეს ბავშვებს და მშობლებმა უნდა ამაზე იფიქრონ, ეს არის აბსურდული. არცერთი არგუმენტი არ გამოდგება ამის საწინააღმდეგოდ, რომ აახლა ეს მედიკამენტი არ იქნას შემოტანილი და პლიუს ამას, ჩვენ გვყავს ცოცხალი მაგალითები, ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც წლებია ცხოვრობენ და მოქალაქეობაც მიიღესეს მედიკამენტები და ძალიან კარგად გრძნობენ თავს. სად არის აქ უკუჩვენებები? წლების წინ მიიღეს. თქვენ წარმოიდგინეთ, ეფ თი ეიმ, ამერიკამ და ემამ აღიარა მედიკამენტები და ახლა სწავლობს თურმე ჩვენი ჯანდაცვის მინისტრი და ამ ნარატივს ახვევს ახლა პარლამენტის თავმჯდომარეს და სხვას თავზე, რომ თითქოსდა, არა, მშობლებს ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ და მეტი სტანდარტით არკვევს, ვიდრე ამერიკა და ევროპა, ეს არის აბსურდული. ეს არის ზუსტად ის მესიჯბოქსები, რომ საზოგადოების ნაწილს, რომელსაც ისევ სჯერა, რომ ეს წამალი არ უნდა შემოიტანონ, დააჯერონ ისევ ის ხალხი, მაგრამ ეს არ გამოვა, იმიტომ, რომ ჩვენი ხმა არის ყველაზე ძლიერი, ყველაზე სუფთა და მართალია” -ამბობს ზაქარია გვიშიანი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებში რუმენ რადევის პარტია იმარჯვებს – DW
  • ირაკლი კობახიძე რუმენ რადევსა და მის გუნდს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
  • ჩრდილოეთ იაპონიაში 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge