“არ გამოსულა [9 აპრილის შემდეგ], ძალიან ცუდად იყო. მარხვაზე იყო და მარხულობდა… ექიმი რას გიშველის უფალი თუ თან გყავს, ექიმი უძლურია. ნებისმიერი წმინდანი აიღეთ, ვინც გაგიგონიათ და გინახიათ, ვერავის ექიმი ვერ შველის. მამა ნიკოლოზი იყო წმინდანი ადამიანი, უწმინდესი, ქრისტეს გზაზე მავალი, მე მისი მრევლი ვიყავი, თუ რამე გამიჭირდებოდა ერთი დამადებდა ბეჭზე იქნებოდა ხელს, თუ სად იქნებოდა და განმკურნავდა. ბოლოს ვნახე მამა ნიკოლოზი აღდგომის წინ” – ამბობს “ტვ პირველთან” ბერი ნიკოლოზის მრევლი.
ამ წუთებში სარიტუალო სახლთან, სადაც ბერი ნიკოლოზ მაქარაშვილია დასვენებული მრევლი იკრიბება.
ბერი ნიკოლოზი საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი 19 აპრილს იპოვეს. ამის შემდეგ ბერის საცხოვრებელ სახლთან მრევლი შეიკრიბა, ისინი სახლში შეშვებას ითხოვდნენ, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა. ამის გამო, დაპირისპირება მომხდა მრევლსა და პოლიციას შორის.
