სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 20 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას „თელასი” ავრცელებს.
„ნაძალადევის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ვარდისუბნის, ქვიშხეთის, არბოს და ქსნის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლერმონტოვის, ჭონქაძის, გერგეთის, გიგა ლორთქიფანიძის, ასათიანის, შხეფის, გალაკტიონ ტაბიძის, პაოლო იაშვილის, ზაალ დუმბაძის, ავთანდილის, შინდისის, ამაღლების, მესხის, ოქროყანის, წავკისის, რამაზ დავითაშვილის, დადიანის, მაჩაბელის, პუშკინის და სავანელის ქუჩების მოსახლეობას”,- ნათქვამია განცხადებაში.
