Sunday, April 19, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“მინდა მივმართო ხელისუფლებას და ვთხოვო: ნუ ჩაერევა საპატრიარქო არჩევნებში ნურავის სასარგებლოდ! ” – მიტროპოლიტი გიორგი ჰამდელიანი

April 19, 2026
“მინდა მივმართო ხელისუფლებას და ვთხოვო: ნუ ჩაერევა საპატრიარქო არჩევნებში ნურავის სასარგებლოდ! ” – მიტროპოლიტი გიორგი ჰამდელიანი

“მინდა მივმართო ხელისუფლებას და ვთხოვო: ნუ ჩაერევა საპატრიარქო არჩევნებში ნურავის სასარგებლოდ! ” – წერს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, მიტროპოლიტი გიორგი ჯამდელიანი სოციალურ ქსელში.

“მინდა მივმართო ხელისუფლებას და ვთხოვო: ნუ ჩაერევა საპატრიარქო არჩევნებში ნურავის სასარგებლოდ! პირიქით, დაიცვას უსაფრთხოება მომავალი გაფართოებული საეკლესიო კრების, რათა შევძლოთ მშვიდობიან გარემოში შეკრება და ღვთის შემწეობით არჩევანის გაკეთება. შესაძლოა ნებისმიერ ადამიანს და მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლებსაც გააჩნდეთ ერთგვარი სიმპათია რომელიმე კანდიდატის მიმართ და ეს სრულიად ნორმალურია, რადგან ისინიც ჩვენი ეკლესიის შვილები არიან, თუმცა ყოვლად დაუშვებელია, ირიბადაც კი, ამ პროცესებში ჩარევა.

მოციქულთა 30-ე კანონი ბრძანებს: “ეპისკოპოსი,რომელიც საერო მთავრებს დაიხმარებს და მათი შემწეობით მიიღებს ძალაუფლებას, განკვეთილ და განყენებულ იქნეს; ასევე ყველა მისი თანამზრახველი.”

კანონის თანახმად ეპისკოპოსების, პატრიარქების გამორჩევის უფლება ყოველთვის ეპისკოპოსთა კრებას ეკუთვნოდა. ამაზე საუბრობს მეშვიდე მსოფლიო კრების მესამე კანონიც.ეკლესია ყოველთვის გმობდა,ეპისკოპოსის დადგინებისას, სახელმწიფო ხელისუფლების უკანონო ჩარევას.მოციქულთა კანონი ასეთ დანაშაულს სიმონიის ტოლფასად მიიჩნევს.ამიტომაც უწესებს კანონი მათ ისეთივე სასჯელს,როგორიც სიმონიისათვის არის დაწესებული – ხარისხიდან განკვეთას და ეკლესიიდან მოკვეთას.

ეს ის შემთხვევაა,როდესაც კანონი თმობს თავის პრინციპს: არ განსაზღვროს ერთი დანაშაულისათვის ორი სასჯელი – და დამნაშავეს ადებს ორმაგ სასჯელს,რადგან სიმონია აღემატება ყველა მძიმე დანაშაულს.

ყოველ მღვდელმთავარს არჩევნების შემდგომ უნდა ჰქონდეს განცდა,რომ ეს არის სულიწმინდით გამორჩეული პატრიარქი,ვისი კანონიკური მორჩილების ვალდებულებაც ექნება და არა “დანიშნული” პატრიარქი, რამაც შესაძლოა დიდი განსაცდელის წინაშე დააყენოს ეკლესია და განხეთქილებამდეც კი მიიყვანოს – რისგანაც დაგვიფაროს უფალმა!

მკვდრეთით აღდგომილმა და ჯოჯოხეთის ბჭეთა შემმუსვრელმა ქრისტე მაცხოვარმა მოგვცეს კეთილგონიერება,რათა ჩვენს შორის მუდამ სუფევდეს თანხმობა და ქრისტესმიერი ერთსულოვნება.ამინ!” – წერს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, მიტროპოლიტი გიორგი ჯამდელიანი სოციალურ ქსელში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ეს არის მკვლელობის მამხილებელი ვიდეო, სექტამ არ შეუშვა ექიმი ბერ ნიკოლოზთან” – რა კადრები ვრცელდება?
  • ზემო ფონიჭალაში, ბერი ნიკოლოზის საცხოვრებელ სახლთან ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა
  • თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge