ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების დროს ქართველმა ძალოსანმა, ლაშა ტალახაძემ მძიმე ტრავმა მიიღიო, მაგრამ ამის მიუხედავად ის კონტინტეტის ჩემპიონი მეექვსედ გახდა.
“მაქსიმალურად მედიალურად სიგრძივი კვეთისას ნაზი კუნთის შუა მესამედი სისქეში მომატებულია, ჩივილის საპროექციო არეში თუმცა სრული გაგლეჯა არ აისახება.
ისახება ნაწილობრივი გაგლეჯა. დაზიანება მე-2 ხარისხის არაორგანიზებული ჰემატომა ისახება შედარებით ზედაპირულად 3.4 სმ-ის სიღრმეზე კანიდან. ჰემატომა თავისუფლად იმიჯნება ბარძაყის არტერია-ვენისგან.
სისქეში მომატებულია ასევე დიდი მომზიდველი კუნთი, ძლიერი გადაჭიმვის ფონზე მკვეთრი შეშუპებით, რაც ისახება ბარძაყის არტერია და ვენის ქვემო კიდესთან, აღნიშნული სისხლძარღვების საწათური თავისუფალია. ბარძაყის ძვლის კორტიკალური შრე სადა, ამ შემთხვევაში კანიდან ისახება 6,5 სმ-ის სიღრმეზე.” – ნათქვამია ტალახაძის მენჯ-ბარძაყის სახსრის გამოკვლევაში.
[Elite_video_player id=”1″ youtubevideos=’2dhfhdjfOnQ’]