Sunday, April 19, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ჩვენ ვფიქრობთ დღეს, როგორ მივაღწიოთ მშვიდობას, წმინდა მამები გვასწავლიან, რომ მხოლოდ სიყვარულს ძალუძს ამის გაკეთება“ – საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო მუჯირი

April 19, 2026
ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღესთან დაკავშირებით მიტროპოლიტი შიო სადღესასწაულო წირვას აღავლენს

“ჩვენ ვფიქრობთ დღეს, როგორ მივაღწიოთ მშვიდობას, წმინდა მამები გვასწავლიან, რომ მხოლოდ სიყვარულს ძალუძს ამის გაკეთება“ – ამბობს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო მუჯირი კვირაცხოვლობასთან დაკავშირებით წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას.

„ მკვდრეთით აღდგომიდან პირველ დღესვე და შემდეგ მერვე დღესაც უფალი იესო ქრისტე გამოეცხადა თავის მოციქულებს და უთხრა: მშვიდობა თქვენდა. უფალი სხვა ადგილასაც ამბობს მშვიდობის შესახებ, რომ – მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, მაგრამ არა ისე, როგორც ეს ქვეყანა იძლევა, არამედ ჩემს მშვიდობას გიტოვებთ თქვენ. ჩვენ ვფიქრობთ დღეს, როგორ მივაღწიოთ ამ მშვიდობას, ამისთვის არის რამდენიმე მთავარი პირობა: უნდა იყოს ურთიერთგაგება ადამიანებს შორის; უნდა იყოს კეთილი და მოსიყვარულე დამოკიდებულება ადამიანთა შორის და მიმტევებლობა, პატიების უნარი. როგორ შეიძლება დამყარდეს ურთიერთგაგება, როდესაც არის ერთმანეთის ლანძღვა-გინება, დამცირება, შეურაცხყოფა, ცილისწამება? ეს ხომ შეუძლებელია? რასაც ჩვენ ვხედავთ ასე უხვად მასმედიიდან, სოციალურ ქსელებში, როგორ იმეტებენ ადამიანები ერთმანეთს; იციან ფაქტები, თუ არ იციან, მარტო აღქმებს თუ ჭორებს ეყრდნობიან. ეს მეტყველებს უკიდურესად დაბალ განვითარებაზე, ვგულისხმობ გონებრივ და სულიერ განვითარებას. ამიტომ, თუ გვსურს მშვიდობა ჩვენს საზოგადოებაში, უნდა ვეცადოთ ეს მანკიერება გამოვასწოროთ. როდესაც ვინმეზე ვლაპარაკობთ, გვქონდეს მის მიმართ ლმობიერება, ვეცადოთ სიკეთე დავინახოთ ამ ადამიანში. რამდენი საუბარია იმაზე, თუ როგორ დავძლიოთ დაპირისპირება საზოგადოებაში, წმინდა მამები გვასწავლიან, რომ მხოლოდ სიყვარულს ძალუძს ამის გაკეთება“ – ამბობს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო მუჯირი კვირაცხოვლობასთან დაკავშირებით წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გურამ თუშიშვილი ევროპის ჩემპიონია!
  • რა ხდება ამ წუთებში ბერი ნიკოლოზის სახლთან
  • “ყაზახური Freedom Holding საქართველოში შემოსასვლელად განაცხადს ამზადებს, ვიმედოვნებთ, კიდევ ერთი უცხოური ბანკი გვეყოლება” – ნათია თურნავა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge