გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მიუსაფარმა ძაღლებმა 6 ადამიანი დაკბინეს. შემთხვევა საჯარო სკოლის ეზოში მოხდა. დაზარალებულთა შორის ხუთი მოსწავლე და ერთი მშობელია.
ექვსივე პირს სავალდებულო ვაქცინაცია უტარდება.
შემთხვევის შემდეგ, ძაღლები კახეთის მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტომ თავშესაფარში გადაიყვანა, სადაც ისინი სპეციალურ ვოლიერებში 12 დღის განმავლობაში დაკვირვების ქვეშ დარჩებიან.
ცხოველები, სკოლის ტერიტორიიდან, სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხოველთა ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის დამჭერმა ოპერატორებმა, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით გაიყვანეს.
