ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა ბოდბის წმინდა ნინოს დედათა მონასტერში საქართველოში სტუმრად მყოფ დელეგაციას უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას თანდართული ფოტოებით თავად მეუფე იაკობი აქვეყნებს სოციალურ ქსელში.
მაღალი იერარქის ცნობით, დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ გაეროსთან აკრედიტებული მუდმივი წარმომადგენლები: ტონგადან, სამოადან, ტაჯიკეთიდან, კონგოს რესპუბლიკიდან, სენტ-კიტსი და ნევისიდან, ტიმორ-ლესტედან, პარაგვაიდან, მავრიკიდან და ბოტსვანადან.
